ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“მალე განახლდება რაჭის უნიკალური ეკო-სისტემის განადგურება!
ახლდება უზარმაზარი ჰესის მშენებლობა, რომელიც უზარმაზარ ტვიშის ხეობას ფაქტობრივად დატბორავს, ონის კასკადი, დააშრობს და გააქრობს რიონის უზარმაზარ მონაკვეთს, რითაც კატასტროფულად შეცვლის მთელი რაჭის ეკო-სისტემას!
ამასთან ერთად, მინ 30-40% ით დამოკლდება, ანუ გაქრება მდინარე რიონი, რომელიც მსოფლიო დონის მდინარე გახლავთ!
იმის ნაცვლად, ახორციელებდეს ეს მთავრობა ეკო-მეგობრულ, ბუნებისთვის უსაფრთხო ენერგო პროექტებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქვეყნებში ხორციელდება, ეს მოღალატეები ეძებენ მოკლე და მარტივ გზებს მარტივი ფულის საშოვნელად!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაჩეროთ ეს დანაშაულებრივი პროექტი!
ძალა ერთობაშია!!!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!”
კომენტარები