• რეკლამა
  • კონტაქტი
23:21, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ხატებზე აჩონჩხლილი ოქრო-ვერცხლი და დაეხმაროს ბავშვებს!“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
13:56 03-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის სამების სახურავის გაყიდვისა და თანხის გაჭირვებულებისთვის დარიგების ინიციატივით გამოდის.

“საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6 წლის ასაკის ქვემოთ და-ძმები, შიმშილობენ და ასევე მათი დიდი ნაწილი უსახლკაროა, არ აქვს შესაბამისი გათბობა, ჰიგიენა და სამოსი! გაყიდოს საპატრიარქომ სამების ოქროს სახურავი, ასევე სამების საკათედრო ტაძრის და სხვა ბევრი ტაძრის ხატებზე აჩონჩხლილი ხალხის შენაწირი ოქრო-ვერცხლის და ძვირფასი ქვების ათასობით საათები, ბეჭდები, საყურეები, ჯაჭვები და სხვა სამკაულები (წმინდანებს სიმდიდრე-ფუფუნება არ უყვარდათ და გაურბოდნენ. ღვთისმშობელს არასოდეს უტარებია სამკაულები და მის ხატს რად უნდა საყურეები, ბეჭდები და სხვა ათასი ზიზილპიპილოები?!) და დაეხმარონ ამ ბავშვებს, იქნებ გამოისწორონ მიწაზე დანარცხებული პრესტიჟი და სამასხარო მდგომარეობა და ღმერთსაც სათნო ეყონ?! იქნებ ერთხელ მაინც მოიქცნენ სახარების სწავლების მიხედვით?! მაინც პერიოდულად იძარცვება ეს ყველაფერი შინაურის თუ გარეულის მიერ ტაძრებში. მარტო სამების კათედრალიდან რამდენი კილოგრამი ოქროს შენაწირი სამკაულებია გაქურდული ბოლო 15 წლის მანძილზე, ღმერთმა იცის!

P..S. ფუფუნების და მეშჩანიზმის დამკვიდრებას ეკლესიაში ქრისტეს მცნებებს ეწინააღმდეგება. ეკლესია სახარებას უნდა მიჰყვებოდეს და არა ოქროს დიდებას! ”უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად მერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაღიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსურნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას.” – ბრძანებს წმიდა მაქსიმე ბერძენი.”, – წერს დეკანოზი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved