• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გაფუფუნებულ ევროპელებს ერთი ცივი ზამთრის გადატანა ურჩევნიათ თუ იმ ყველაფერის საკუთარ ქვეყნებში ნახვა, რაც პუტინმა უკრაინაში გააკეთა?“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
21:13 10-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
767

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე:

-ახლა მთავარი პუტინისთვის 15-16 ნოემბრის, დიდი ოცეულის ქვეყნების სამიტია, სადაც თავადაც იქნება და ზელენსკიც მიწვეულია. სამიტი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართება. სამარყანდის წინა, დიდი ოცეულის  შეხვედრაზე, პუტინი ინდოეთის პრემიერს მოდის და ჩინეთის ლიდერს სინ ძინ პინს შეპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ომის მალე დასასრულებლად. მაგის მერე უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმი ჩაატარა, მერე ამ 4 რეგიონის ანექსია მოახდინა და ამით ომის ესკალაციას უფრო შეუწყო ხელი. არა მგონია, ამით ინდოეთისა და ჩინეთის მმართველები კმაყოფილები იყვნენ. მაგათ უკრაინის დარდი კი არ აქვთ, თავიანთი ქვეყნების ეკონომიკის დარდი აქვთ. ამ ომმა ორივე ქვეყანას შეუმცირა ვაჭრობა ევროპასთან, არადა, ორივეს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ევროპაა. განსაკუთრებით, ჩინეთისა. რაც ეს ომი დაიწყო, ჩინეთი 40 მილიარდით დოლარით ნაკლებს ვაჭრობს ევროპასთან და ადრეც გითხარი, ჩინეთს არ ულხინს, 8 ტრილიონი დოლარი აქვს ბიუჯეტში გარღვევა. ინდოეთიც დიდ ფულს კარგავს. 900 მილიონიან ინდოეთსა და3 მილიარდიან  ჩინეთზე  ვლაპარაკობთ, მოდი და ნუ გაუწევ ამათ ანგარიშს, პლანეტის მოსახლების ლამის მესამედი ამ ორ ქვეყანაში ცხოვრობს. პუტინმა თუ ბალიზე არ ჩაიტანა უკრაინასთან ზავის დადების სასწრაფო, კონკრეტული და დეტალური გეგმა, რაც დასავლეთისთვისაც და თავისთავად, უკრაინისთვისაც მისაღები იქნება, მაშინ ამ ორივე პარტნიორთან გაიფუჭებს ურთიერთობას. ინდოეთი და ჩინეთი ზავს ითხოვენ პუტინისგან. უკრაინიდან გაიყვანე ჯარი და დათმე დაპყრობილი ტერიტორიებიო, ამას არ ეუბნებიან. პუტინის მთელი იმედები ახლა დამყარებულია თურქეთის პრეზიდენტზე. ერდოღანმა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მანტია მოირგო, ეს ფაქტია და უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ზავით შეაჩეროს. ერდოღანის იდეაა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას ევროპა და ამერიკა უკრაინის გარეშე, მაგრამ ეს არ გამოუვა. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის ზურგს უკან არანაირ მოლაპარაკებას არ გავმართავთ რუსეთთანო. ამ სიტყვებს უკან არ წაიღებენ, არ მოიტყუებიან, მით უმეტეს, კონგრესის არჩევნებია ერთ თვეში ამერიკაში და ეს რომ გააკეთონ, „დემოკრატიული პარტია“ დიდ მხარდაჭერას დაკარგავს. იმავეს აცხადებდა ლიზ ტრასი, როდესაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და დღეს პრემიერ-მინისტრია. სიტყვის გატეხვას არც ის აპირებს. ევროპის კიდევ ბევრი ლიდერია წინააღმდეგი, ზელენსკის ზურგს უკან მოლაპარაკებებისა და მეტი რა გითხრა, განწირულია ერდოღანის ეს იდეა. პუტინის კიდევ ერთი იმედი ის არის, რომ ზამთარში გაყინავს ევროპის მოსახლეობას, გაზს არ მიაწვდის და მერე, დაითანხმებს ევროპას, რომ უკრაინა აიძულონ, დათმოს ის ტერიტორიები, რაც დაიპყრო და ზავი ამ პირობებით გააფორმოს. ეს უკვე რუსეთის გამარჯვებაა და ამერიკა და ევროპა, პრინციპში, მთელი ნატო, ომის დაწყებიდან იმას გაიძახიან, რომ ომში რუსეთს არ გაამარჯვებინებენ. აბა, გიჟები იყვნენ, რომ ამდენი ფული და  იარაღი მისცეს უკრაინას, მერე რუსეთს, მის მმართველებს და ოლიგარქებს სანქციები დაადეს და  თავიანთი კომპანიები გამოიყვანეს რუსეთიდან? ევროპამ უკვე ნახა  ფინასური ზარალი, მაგრამ მაინც არ გაჩერდება, ეტყობა, აქვს დიდი ფინანსური რესურსები. ამერიკა ხომ არ გაჩერდება და  ეს ყველამ ვიცით. ევროპას ვერ გაყინავს რუსეთი, ევროპას გაზის მარაგის 80% დარეზერვებული აქვს, გარდა ამისა, სხვა ღონისძიებებს ატარებს, რომ ზამთარი იოლად გადაიტანოს ქვეყნების მოსახლეობამ. ჩვენი, ეს ყველაფერის მცოდნეექსპერტები გამოდიან და გაიძახიან, რომ ევროპა ვერ გაუძლებს ამ ზამთარს, ხალხი გამოვა გარეთ, დაამხობს ხელისუფლებებს და ისეთებს მოიყვანს, რომლებიც უკრაინას გაყიდიან და რუსეთთან ზავის გაფორმებას აიძულებენო. კი, შეიძლება იყოს გამოსვლები სხვა და სხვა ქვეყნებში, ევროპაში ყველას არ უნდა ომი და ცივი ზამთარიც არავის უნდა, მაგრამ მთელი ევროპის მასშტაბით, რუსეთთან  ომის გაგრძელებას მხარს უჭერს მოსახლეობის 74% და აცხადებენ, ავიტანთ ცივ ზამთარს და სხვასაც, ოღონდ უკრაინამ მოიგოს ეს ომიო, თან ეს ხალხი ეხმარება უკრაინას. იმას არ ვგულისხმობ, რომ კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების დახმარება, ხალხის ბიუჯეტში შეტანილი ფულით ხდება. არა, მაგის გარდა ეს ხალხი კიდევ ფულს აგროვებს და უკრაინის დახმარების ფონდში რიცხავენ. ათას საქველმოქმედო ღონისძიებას მართავენ და საკვებს, მედიკამენტებს და უამრავ რამეს უგზავნიან უკრაინელებს. ამ ხალხს გააზრებული აქვს, რომ ცივი და არაკომფორტული რამდენიმე თვე უნდა გადაიტანონ და ამისთვის მზად არიან. კი, ძნელი იქნება გაფუფუნებული ევროპელებისთვის ზამთარი, მაგრამ ევროპა სხვა რამითაც არის გაფუფუნებული და აღმოჩნდა, რომ ეს უფრო ღირებულია მათთვის, ვიდრე სითბო და კომფორტი. ეს არის ევროპული ღირებულებები – ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა, კანონის დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, თუნდაც ომში. ევროპაში ცხოველების უფლებები ისეა დაცული, ნეტა ჩვენთან ადამიანის უფლებები  იყოს ეგრე დაცული. იქ დედამ ბავშვს რომ დაუყვიროს ქუჩაში, ეგრევე პატრულს იძახებენ, ბავშვის უფლებები ირღვევაო. და რა დაანახა ამ ევროპას რუსეთმა? ბუჩას, მარიუპოლის, ირპენის, იზიუმის ტრაგედიები. 5 წლის გაუპატიურებული და მოკლული ბავშვი, მრავალი გაუპატიურებული არასრულწლოვანი გოგონები, რომლებიც მერე დახვრიტეს, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ გაუპატიურებული დედა, გაუპატიურებული 78 წლის მოხუცი, დაბომბილი საბავშვო ბაღები, სკოლები, დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, სადაც ბავშვები აფარებდნენ თავს, ხელებშეკრული და სარდაფებში დახვრეტილი ახალგაზრდები და მოხუცები. ევროპაში ლტოლვილი უკრაინელების ბანაკებში რომ მუშაობს ხალხი, ისინი კიდევ საკუთრი ყურით ისმენენ მათ შემზარავ ტრაგედიებს, რუსის ჯარის არაადამიანური ქმედებების ფაქტებს. ევროპული მედია უკვე თვეებია ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს რუსეთის ბარბაროსობას. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი ახლა და ეს ყველაფერი ლამის ერთი-ერთშია იმასთან, რასაც ფაშისტები აკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომში.  გაზის კამერები არ აქვთ რუსებს, სხვა არაფრით განსხვავდებიან მათგან. ახლა იმ ევროპელებს ერთი ცივი ზამთრის გადატანა ურჩევნიათ თუ ამ ყველაფერის საკუთარ ქვეყნებში ნახვა? პუტინი არ იყო, საბჭოთა კავშირის აღდგენით რომ იმუქრებოდა? პუტინი არ იყო, რომ აცხადებდა, ევროპის აღმოსავლეთით ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს, აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლი რუსეთმა უნდა დაამყაროსო? როგორ კონტროლს ამყარებს უკრაინაში, ხედავენ ევროპელები და ეს საშინელებები არ უნდათ საკუთარ ქვეყანაში ნახონ. და ხალხის ეს პოზიცია, მათი ხელისუფლების პოზიციაც არის. ეს ზამთარი რუსეთს გადაიყოლიებს და არა – ევროპას. გაუძლებს ევროპა და რუსეთის ბოლოსწინა კოზირს დაკარგავს, მისი ბოლო კოზირი ატომური იარაღია და ამერიკას და ევროპას არც ამაზე უსკდებათ გული. ხედავ, რა ხდება? რუსეთის ყველა აგრესიული ქმედება უკრაინაში, ევროპას უფრო და უფრო აგრესიულად განაწყობს მის წინააღმდეგ, ევროპელებს უფრო მოტივირებულს ხდის, რომ ყველა გასაჭირს გაუძლონ, რათა რუსეთი ისე დასუსტდეს, რომ ევროპისკენ აღარასდროს გაიხედოს. მერე, აქ მეორე მომენტია. კაი, ყირიმი რუსეთისა  იყო და ნიკიტა ხრუშჩოვმა გადასცა უკრაინას, დავუშვათ, დონბასის მხრებზეც აქვს რაღაც ისტორიული პრეტენზიები რუსეთს, მაგრამ ხერსონი, ზაპოროჟიე, მელიტოპოლი, მარიუპოლი რუსეთისა არასდროს ყოფილა. ამას არ დათანხმდება ზელენსკი და მეტიც, ერთი გოჯი მიწის დათმობას არ აპირებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ლენდ-ლიზი“ უკვე ამუშავდა და ამის გარდა,  ევროკავშირის და სხვა ქვეყნებისგან დიდ სამხედრო დახმარებას ელის. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია ნეტარი მორწმუნეების ის პროგნოზი, რომ ბალიზე, შესაძლოა, პუტინი და ზელენსკიც დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ზავის დასადებად. რა ვიცი, იქნებ ერთად დასვან კიდეც, მაგრამ იქ ზავზე არ იქნება ლაპარაკი, იქ ურთიერთპრეტენზიებზე იქნება ლაპარაკი. სხვა არაფერზე. თუმცა, არ მჯერა, რომ ბალიზე მაგათი ერთად დასმა მოახერხოს ვინმემ. მოკლედ, მე არ ველი კუნძულ ბალიზე ზავის საკითხში რაიმე წინსვლას. ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთი ინდოეთთან და ჩინეთთან გაიფუჭებს ურთიერთობას. ეგენი ერთმანეთის წინააღმდეგ არ წავლენ, მაგრამ აქამდე ორივე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წინააღმდეგ ყველა საკითხს ბლოკავდა, რისი დაბლოკვაც შეეძლოთ. არ იქნება ზავი? მაშინ აღარ დაბლოკავენ და რუსეთს სხვა და სხვა ორგანიზაციებში წევრობა შეუწყდება და ამით რუსეთი დაზარალდება. ჩინეთს ახლა ერთი სული აქვს, როგორმე დაალაგოს ამერიკასთან ურთიერთობა, ტაივანის საკითხი ისე გადაჭრას, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. მშვიდობა და ვაჭრობა – დღეს ეს არის ჩინეთის სტრატეგია, რომ ევროპასთან და ამერიკასთან ვაჭრობით ჩავარდნილი ეკონომიკა ამოქაჩოს. იგივე ჭკუაზეა ინდოეთის პრემიერი, მოდიც. მოკლედ, რთული ვითარებაა ძალიან.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved