,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაქციას ავრცელებს.
,,17 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქ. N72-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 აგვისტოს 22:00 საათიდან 18 აგვისტოს 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
ლუბლიანას N 21, 23, 72, 74 დისევის ქუჩა, დისევის ჩიხი, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, ბალანჩინის ქუჩა და ჟვანიას კლინიკის საავადმყოფოებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები