გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
რაც შეეხება ქალაქებს, თბილისში 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10 სექტემბერს ზღვაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ძლიერი ქარი და შტორმი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
ქალაქებში – რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.
კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონს – ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15 გრადუსი იქნება.
ასევე, 10 სექტემბერს ღამისა და დილის საათებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
კომენტარები