• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ბიჭებს და მამაკაცებს!” – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:30 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბოლო 24 საათში 2911 ინფიცირებული გამოვლინდა და 45 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით!

ო-პოლიტიკოსებო, მაინც და მაინც რომელიმე თქვენგანი უნდა გახვიდეთ მარილზე, რომ დანარჩენებმა ეს თავგასულობა და დაუმორჩილებლობა შეწყვიტონ?!

ვინა ხართ, კაცო, რა ჯიშის ხართ?!

ხალხო, ფრთხილად იყავით, რეგულაციები დაიცავით, თორემ საავადმყოფოები გადავსებულია და, თუ ასე გაგრძელდა, მშველელიც აღარ გვეყოლება!

ამასთან, რომ ამბობენ, ახალგაზრდები შედარებით მსუბუქად უმკლავდებიან ვირუსსო, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, რა გავლენას ახდენს კოვიდი რეპროდუქციულ ფუნქციაზე!

ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი, რუსი, იაპონელი, ებრაელი მეცნიერები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით; პირველადი შედეგები აქვთ და შეჯერებულ დასკვნას მაისში გამოაქვეყნებენ, საბოლოო შედეგებზე კი მომავალი წლის დამლევს ისაუბრებენ; კომპლექსური კვლევები ტარდება. უკვე არსებული მონაცემებით, განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ბიჭებს და მამაკაცებს!

ამ ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ განკურნებამდე ვირუსი ადამიანის ორგანიზმის დანგრევას ასწრებს – აზიანებს გულს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, თირკმელებს!..

ახლა შეიძლება მსუბუქად გადაიტანოთ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ გამრავლების უნარი დაკარგოთ!

ჩვენ ისედაც უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს და საქართველოში ეს სრულ კატასტროფას გამოიწვევს!

კოვიდი მხოლოდ დღევანდელობის კი არა, მომავლის პრობლემაც არის!

ამიტომაც არის განგაში მსოფლიოში!

ადამიანებო, იყავით ფრთხილად!

რას უყურებთ ამ სკამზე გაგიჟებულ არამზადებს?!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved