• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, განსაკუთრებით გაუგებარია მიდგომა – მეტი გაზის მოხმარება თითქოს მეტ ფინანსურ შესაძლებლობას ნიშნავს” – კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:40 10-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ანალიტიკოსი კახა კახიშვილი:

,,მაისში პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმება ბუნებრივი გაზის მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა. ოქტომბერში კი პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომელიც მოსახლეობისთვის გაზის მოხმარების მიხედვით განსხვავებული ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. რა შეიცვალა ამ ხუთ თვეში?

2026 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების 20 წლიანი შეთანხმება გაფორმდა. პრემიერ მინისტრის განმარტებით, საქართველო ყოველწლიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სოციალური ფასით მიიღებდა, რაც მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნიდა.

ოქტომბერში პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვის პროცესიდან შუამავალი კომპანიების გამორიცხვით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავდა და ეს ეკონომია მომავალში ტარიფებზეც შეიძლებოდა ასახულიყო.

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია სხვადასხვა პროდუქტია, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხელისუფლება მოსახლეობას ენერგეტიკაში მიღწეულ ხელსაყრელ პირობებსა და ეკონომიაზე ესაუბრებოდა.

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვები. რატომ გახდა საჭირო ბუნებრივი გაზის ახალი სატარიფო მექანიზმის შემოღება სწორედ ახლა, გათბობის სეზონის წინ? რატომ განიხილავს პარლამენტი ამ საკითხს დაჩქარებული წესით? რატომ არ არის საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი, რა მოცულობის მოხმარების შემდეგ შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ტარიფი და რამდენ ოჯახს შეეხება ეს ცვლილება?

დღეს თბილისში „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი კუბურ მეტრზე 53,971 თეთრია, ხოლო „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისთვის 56,928 თეთრი.

ხომ არ მივიღებთ ისეთ შედეგს, როდესაც მოქმედი ტარიფი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეუნარჩუნდება, დანარჩენებს კი გადასახადი გაეზრდებათ?

განსაკუთრებით გაუგებარია მიდგომა, რომლის მიხედვითაც მეტი გაზის მოხმარება თითქოს მეტ ფინანსურ შესაძლებლობას ნიშნავს.

ოჯახში შეიძლება რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდეს, ცხოვრობდეს ავადმყოფი ადამიანი, პენსიონერი ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ომის ვეტერანი. შეიძლება ოჯახი მრავალრიცხოვანი იყოს ან საცხოვრებელი ცუდად ინარჩუნებდეს სითბოს. ასეთ პირობებში გაზის მეტი რაოდენობით მოხმარება ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა.

მოსახლეობას ეკონომიის სწავლება აღარ სჭირდება. ადამიანები ისედაც ცდილობენ, ზედმეტი ელექტროენერგია და გაზი არ დახარჯონ. თუ ზამთარში გათბობას იყენებენ, ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს სჭირდებათ და არა იმიტომ, რომ ზედმეტი ფული აქვთ.

ამ საკითხის განხილვისას არ შეიძლება დავივიწყოთ მოსახლეობის საერთო ფინანსური მდგომარეობაც. საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება, საწვავი, ტრანსპორტი, კომუნალური ხარჯები, სახელმწიფო სერვისები, ცნობები და დოკუმენტები, ცალკეული ჯარიმები. ეს ყველაფერი მოქალაქის ბიუჯეტზე მოქმედებს.

პენსიებისა და ხელფასების მატებაც მხოლოდ მაშინ არის რეალური შეღავათი, როდესაც გაზრდილი შემოსავალი ფასებისა და აუცილებელი ხარჯების ზრდას უსწრებს.

არ ვამტკიცებ, რომ ბუნებრივი გაზის გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, სანამ პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებას წარუდგინონ კონკრეტული გათვლები.

რამდენ ოჯახს შეუნარჩუნდება დღევანდელი ტარიფი, რამდენს შეუმცირდება და რამდენს გაეზრდება გადასახადი? გათვალისწინებული იქნება თუ არა ოჯახის წევრების რაოდენობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათბობის რეალური საჭიროება?

და მთავარი კითხვა: თუ მაისში მიღწეული შეთანხმება მოქმედი ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა, რა ეკონომიკური გარემოება შეიცვალა ოქტომბრისთვის ისეთი, რომ ახალი სატარიფო მექანიზმის დაჩქარებული წესით მიღება გახდა საჭირო?

ამ კითხვებზე პასუხი კონკრეტული ციფრებით უნდა მივიღოთ. მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვა მხოლოდ განცხადებებით ვერ დასტურდება.“

თეგები: კახა კახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved