• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განხორციელდეს ერთობლივი ვიზიტი ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში – რას სთავაზობს გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას?

ალია ავტორი - ალია
14:34 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართულ ოცნებას სთავაზობს, ოპოზიციასთან ერთად ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტით ჩავიდნენ.

ვაშაძის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა, ყველა პოლიტიკური პარტია, მთელი საქართველო ერთიანია ამ საკითხში.

“დღეს ისტორიული დღეა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნით ოფიციალური განაცხადი შედის ევროკავშირში. ამ ისტორიული მომენტის თანაზიარია საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკური პარტია, მიუხედავად შეხედულებისა და პოზიციისა. საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობა და ერთიანობა ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებისთვის.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გამოვდივარ ინიციატივით და მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდეს და განხორციელდეს ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი სტრასბურგში, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში, რათა რეალურად დავაჩქაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დაწყება. ამავე დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა, ყველა პოლიტიკური პარტია, მთელი საქართველო ერთიანია ამ საკითხში. აუცილებელია ეროვნული თანხმობის ჩვენება ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი”, – ამბობს ვაშაძე.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved