• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი უნდა გაიზარდოს 700 ლარამდე!- როდის განიხილავს ელისაშვილ-იოსელიანის კანონპროექტს პარლამენტი

ალია ავტორი - ალია
11:26 03-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლოა, გადასახადისგან გათავისუფლდეს 700 ლარამდე ღირებულების, 30 კილოგრამამდე საერთო წონის საქონლის საფოსტო გზავნილი, ნაცვლად 300 ლარის ღირებულებისა.

შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის ოპოზოციონერი წევრები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი არიან.

განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ერთვის, აღნიშნულია, რომ 300-ლარიანი ლიმიტი დადგენილია 2009 წელს და მას შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად შეიცვალა ლარის კურსი და მოსახლეობამ ამ საკითხზე არაერთი პეტიცია შეადგინა.
“ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა გამოწვეულია ლარის კურსის გაუფასურებით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და ქვეყნის გარეთ ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების მიზანშეწონილობით“, – ნათქვამია კანონპროექტის ბარათში.

ინიციატორი აცხადებენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მცირე მეწარმეებზე, რომლებიც ონლაინ-ვაჭრობენ, თუმცა მცირე მასშტაბებით.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილების გავლენას საბიუჯეტო შემოსავლებზე, განმარტებით ბარათში მოცემულია გარკვეული დაანგარიშებები, შემოსავლის კლების კუთხით.

„წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმპორტის გადასახადის, არამედ დღგ-ს კუთხითაც, რომლის 81% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 19% – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა აისახება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზეც შემცირების კუთხით.

კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საფოსტო გზავნილების შემთხვევაში 300-ლარიდან 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (სეს ესნ 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) დაბეგვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში იმპორტისა და დამატებული ღირებულების გადასახადების სახით შემოსული თანხის ოდენობა 2019-2021 წელს 17 მლნ-მდე ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიღების შემთხვევაში, იმ დაშვებით, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობის 300-ლარიდან 700 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონელი დაიბეგრება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ჯამურად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით, შემცირდება წლიურად საშუალოდ 6 მლნ ლარით, თუმცა შემცირების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ონლაინვაჭრობის ან სხვა ტიპის კომერციული საქმიანობის ოდენობაზე“, – წერია განმარტებით ბარათში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved