ნათლისღების სახელობის თბილისის მამათა მონასტერში განბანვის რიტუალი აღესრულა. ბავშვები, ხანდაზმულები და მრევლის სხვა წარმომადგენლები დგანან გრძელ რიგში, რათა სადღესასწაული რიტუალში მიიღონ მონაწილეობა.
განბანვის რიტუალს ტაძრის მოძღვარი, მამა გაბრიელი ასრულებს.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. წელს არ ჩატარდება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალი.
„18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი განბანვის რიტუალს სწორედ ზღვაში ასრულებდა.
კომენტარები