• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელის შვილიც იქ იყო” – ახალი დეტალები ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

ალია ავტორი - ალია
17:03 09-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
423

სასტიკი მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში – “ტვ პირველმა” სოფელ ზღუდვერში მომხდარი სახლიანი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ადგილობრივების თქმით, 27 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად არის ნაწამები. ახალგაზრდა კაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მოკლულის ახლობლების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკ მკვლელობას მესამე თვითმხილველიც ჰყავს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს ერთ-ერთი დაკავებულის შვილიც უყურებდა. 

ოჯახი ანგარიშსწორებით იმუქრება. სოფელში არავინ იცის რა გახდა 27 წლის ბიჭსა და დაკავებულ ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი. იციან მხოლოდ ის, რომ ნაწამები ცხედარი მდინარის პირას იპოვეს.

მოკლული არის ჩემი ბიძაშვილის შვილი. 27 წლის ნიკოლოზი, რომელიც ძმებმა წამებით მოკლეს. მდინარის პირას მოკლეს, სავარაუდოდ გაგუდეს, ხელები ჰქონდა შებოჭილი და ყელზე  აქვს ნაჭდევები. წამების კვალი აღენიშება…

ჩვენ თავიდან ვერ მივხვდით, ემოციური ფონის გამო, რომ დავაკვირდით, ყელზე, ხელებზე, მუხლებზე, ყველგან აღენიშნება ძალადობის კვალი. ცხვირზე, თავშიც ჩარტყმული აქვს.

უნდა დაისაჯონ, ეს მკვლელობა არ შერჩებათ.  ნაფერები შვილი, რომელსაც დედა ემიგრანტი ჰყავს და გამწარებული მოდის დღეს შუაღამისას აქ მისს სიკვდილს არ შევარჩენთ. მთელი სოფელი დადგება იმისთვის, რომ სახლ-კარი გადავუწვათ მაგათ. არ შერჩებათ მისი სისხლი.

გამოვიდა ინფორმაცია, რომ  მკვლელის  შვილიც  იქ იყო,  აყურებინეს თუ რაღაცა შემსწრე იყო ამ ყველაფრის. ძმები არიან დაკავებულები და შვილიც იქ იყო გავრცელებული ინფორმაციით” – თქვა მოკლულის ახლობელმა.  

ოფიციალური ინფორმაციით, 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 56 წლის კაცია დაკავებული. ხელბორკილები დაადეს მის ძმასაც, რომელსაც გამოძიება ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებას ედავება.

თეგები: მკვლელობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved