• რეკლამა
  • კონტაქტი
15:01, ხუთშაბათი, 4 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი” – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
10:53 08-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია, – ასე ეხმიანება როინ შავაძის საქმეს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.

მისი თქმით, შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და შესაბამისად, სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესი.

„როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია. ნაციონალურ მოძრაობას იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. ორივე მათგანი იმავე პერიოდში, 2008 წლის აგვისტოში დააკავეს ყოველგვარი ბრალის გარეშე, სასტიკად აწამეს, დახვრიტეს და ბეტონის ბოძებთან ერთად ზღვაში ჩაძირეს. ამ ბოროტების ჩამდენი, კუდის მაღალჩინოსანი რომან შამათავა ამჟამად სასჯელს იხდის, ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ამ სასტიკ მკვლელს უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სამკვდრო-სასიცოცხლო შინაომია პარტიული თანამდებობების, გავლენებისა და ფულის გამო, ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება: ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს. და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ. ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო.

სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი. ახლახან ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ოპოზიციური პარტია „შორი“. მოლდოვას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპამ მას მოუწონა ეს ნაბიჯი. შესაბამისად, თუ ეს არის ევროკავშირში შესასვლელი ბილეთი, რომ ავკრძალოთ დანაშაულებრივი პარტიები, მაშინ ჩვენც დროზე დავიწყოთ ეს პროცესი. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“

თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ – თიბისი
ახალი ამბები

პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ – თიბისი

14:51 12-04-2025
“სელფი მობაილმა” ქსელის გაუმჯობესების მიზნით ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა
ახალი ამბები

“სელფი მობაილმა” ქსელის გაუმჯობესების მიზნით ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა

13:56 12-04-2025
გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა – თიბისი
ახალი ამბები

გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა – თიბისი

16:23 12-03-2025
თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში

15:33 12-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved