სენაკის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” გახარიას პარტიის მხადაჭერა ექნება. ამ შეთავაზების შესახებ ექპრემიერის გუნდის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, მმართველი პარტია სენაკში ხელოვნურ კრიზისს ქმნის, რომლის მიზანიც სენაკის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. ბერდია სიჭინავას თქმით, ჩატარებული 8 სხდომიდან, ბოლო 5 სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მისულან და „საკუთარ მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს 2 თვეა საბოტაჟს უწყობენ“.
„ოცნების“ წარმომადგენლები გამოცხადნენ დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მხარს დავუჭერთ ისე, რომ საკრებულოში პო“ლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არ დაირღვევა“,- თქვა მან.
კომენტარები