• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გამორთეთ ტელევიზორი!!!! მოშორდით ახალ ამბებს!!!!” – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
13:44 03-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,746

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

,,ბედის ბორბალი…
პირველ რიგში პანიკას მოეშვით.
რა დაგემართათ?
რამ შეგაშინათ?
ნუთუ ბოტოქსმა და ფილერმა ტვინამდეც მიაღწია?
გასაგებია,რომ მეორე ღამეა ზედიზედ ხან ვაკეში და ხან დიდ დიღომში ხანძარია,მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სურათი აპოკალიპტურია.
ქუჩაში ვეღარ გავსულვარ,მორიგი ისტერიული მამაკაცი ან ქალი, შეშინებული,
პანიკური მზერით მკლავზე მეკიდება და მანტრასავით იმეორებს:
“გვეშველება რამე? ჩვენც დაგვბომბავენ?”
იცით რას გეტყვით?
მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ომია.
დიდი ალბათობით,ჩვენც გაგვკაწრავს, თუ სამშობლოს გადაჩეხვით შეპყრობილ ოპოზიციას არ დაადუმებენ.
ჩვენი შიდა მოღალატეობრივი აგენტურა ყველაფერს აკეთებს,საქართველოს ომში ჩასართავად.
მერე?
რა ვქნათ?
სახე დავიხოკოთ,
ფსიქოზი დავიმართოთ,
თუ პირიქით!!!
გავიხსენოთ ვისი გორისა ვართ!!!!
გამორთეთ ტელევიზორი!!!!
მოშორდით ახალ ამბებს!!!!
ადექით,
გაიღიმეთ,
ცას ახედეთ,რომელიც ამ წუთებში სუფთა და მშვიდია.
დაუბრუნდით სოფლებს,მოაწესრიგეთ მამა-პაპის კარმიდამო.
რამდენი ხანია ძველი სახლის კარი არ გამოგიღიათ?
გადახედეთ ოჯახის წევრებს,მიეფერეთ და დააიმედეთ უმცროსები და ხანში შესულები.
საუკუნეები გაგვიძლია და კვლავაც გავუძლებთ!!!
ამისთვის კი აუცილებელია სილაღის დაბრუნება.
მძიმე ენერგეტიკას მძიმე შედეგი მოაქვს.
გაინთავისუფლეთ თავი მძიმე ფიქრებისგან, მოუსმინეთ ბრძენ პატრიარქს,
იწამეთ ღმერთი.
ახლა მეტყვით,
ვმარხულობთ და მეტი რა ვქნათო?
ყველაზე დიდი სიყალბე სამარხვო ნამცხვრებია!!!
გინდა ჭამე,რა თავს იტყუებ,ვის აინტერესებს რას ჭამ,თუ შენი არსებიდან მხოლოდ შიში და სიძულვილი ამოდის?
მოკლედ ან დაიწყებთ ახალ ცხოვრებას,გაუღიმებთ მზეს,იცეკვებთ,იმღერებთ, პოზიტივს შემოუშვებთ,ან უფსკრული გარანტირებული გაქვს.
თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, შემდეგ ის გიყურებს შენ….
დღეს ხომ გაგეღვიძათ?
ხელ-ფეხს ხომ ამოძრავებთ?
აბა რა გიჭირთ???
ომის გეშინიათ?
ეს ალბათ იმ ხალხს პანდემიის რომ ეშინოდათ..
შიშმა ხომ გაგინადგურათ ახლობლები,ოჯახის წევრები?
ახლაც იგივე პროცესია…
გახსოვდეთ!!!!
თუ ზარი ჩამოჰკრავს, თუ ქვეყანა და შვილები განსაცდელში აღმოჩნდებიან -ვიომებთ!!!
თუ საომარია-ვიომებთ,
მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის!!!
აქ ჩვენი პოზიცია,მხოლოდ მშვიდი და შემწყნარებლური უნდა იყოს.
არც ებრაელია ჩვენი მტერი,არც მუსლიმი და არც ამერიკელი.
ჩვენი მტერი ჩვენს ქვეყანაშია.
ყველაზე დაუნდობელი,ბოროტი და სამწუხაროდ ეთნიკურად ქართველი!!!!
ხალხო!!!
რამ დაგაკნინათ და რამ გაგაბოროტათ?
თქვენ თავს დაუკვირდით,
ნებისმიერი ბედნიერი სახე თუნდაც სოც.ქსელში საშინლად გაღიზიანებთ.
სად დაკარგეთ საკუთარი ბედნიერება????
დროა გამოღვიძების,
მხრებიდან უსარგებლო ტვირთის მოხსნის,
დროა პოზიტივის და მშვიდობის ჩვენს გულებში.
ეს კი დიდ დადებით ენერგო ველს შექმნის და გადაგვარჩენს!
ჩვენი წინაპრები საბრძოლველადაც სიმღერით მიდიოდნენ!!!!
P.S. მე და ჩემი მეგობრები ყოველი მარტის პირველ დეკადაში წმ.ნინოს წყალში ჩავდივართ.
დიახ ცივა,
დიახ წყალი გაყინულია,
მაგრამ სულის სიძლიერეს ოთახის ტემპერატურა ვერ ქმნის.
ვისაც სურვილი გაქვთ,შემოგვიერთდით.
ამჯერად სამშობლო შევავედროთ.
10.მარტი
11.00
ბოდბის მონასტერი.
(თეთრი, მიტკლის ტანისამოსი ადგილზე იყიდება)“

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved