• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

გამოფენა „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“

ალია ავტორი - ალია
13:49 02-22-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 23 თებერვლიდან, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“ უმასპინძლებს.

გამოფენა წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების და პოეზიის ერთობლივ ექსპოზიციას. ნამუშევრების ერთობლიობა თითქოს ხიდია, რომელიც დამთვალიერებელს გონების ლაბირინთებში მოგზაურობას სთავაზობს. ხან ლექსი აბრუნებს რეალობასთან, ხან ვიზუალური იმპულსი ან ხმა. მნახველი, მისი უახლესი გამოცდილებით შემოდის საგამოფენო სივრცეში და  წარსულის კვალს ხვდება თითოეულ არტეფაქტში, რითაც ირთვება შინაგანი მოგზაურობის გარდაუვალი ქსელი, – ერთი მოგონებიდან მეორეში გადაეშვება.

მოგონებები ჩვენი ცხოვრების და ინდივიდუალური გამოცდილებების განუყოფელი ნაწილია.  აწმყოდან მიღებული მოულოდნელი იმპულსები კი როგორც სამხილები, წარსულის სხვადასხვა მოგონებების გასაღებები, ახალ-ახალ შრეებს ხსნიან ჩვენს გონებაში. კურატორული დუეტის მარიამ ლორიას და მარიამ წიქარიძის მიერ შერჩეული ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში ეხებიან მეხსიერებას და მის შრეებს სხვადასხვა რაკურსით შლიან.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებს: ტატიანა ასათიანი, თეა გვეტაძე, სოფო კობიძე, დავით მესხი, მარიამ მუთიძე, ნინო ქვრივიშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნინო ჩუბინიშვილი, ბუკა ღვაბერიძე, ანნა ჯიბლაძე, გ. ჯ.

გამოფენის კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე.

გამოფენის გახსნა: 23 თებერვალი | 18:00 საათი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 23 თებერვალი – 15 აპრილი, 2023

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის ქ. #7.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved