• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, ხუთშაბათი, 11 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამომძიებელი სისტემის წინააღმდეგ – რიონის ხეობის მცველებს უკანონოდ ელახებათ კონსტიტუციური უფლება

ალია ავტორი - ალია
23:54 06-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედი გამომძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამხელს. ზურაბ ხმელიძის სკანდალური განცხადების შემდეგ, ის უწყებას ტოვებს.

“მთავარ არხთან” ხმელიძე ამბობს, რომ აღარ აპირებს უკანონო დავალებების შესრულებას და იძულებული ხდება თანამდებობა დატოვოს.

მთავარი ფაქტორი, რამაც პოლიციის მოქმედ კაპიტანს რადიკალური ნაბიჯის გადადგმა გადააწყვეტინა, რიონის ხეობაში განვითარებული პროცესებია. ხმელიძე შესაძლოა არ იყოს ერთადერთი, რადგან, მისი თქმით, პროტესტის გრძნობა მის არაერთ თანამშრომელს აქვს.

მე მინდა გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების საშუალება. პოლიციის მიერ, ანუ, ჩემს მიერაც, მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძაან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც. როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ამას უზღუდავ.., – ამბობს ხმელიძე. 

მისივე თქმით, “უპირველესი დავალება არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც არიან მომიტინგეები, არ უნდა მოხვდნენ არანაირად ზღურბლს იქით“. 

ზურაბ ხმელიძე ამბობს იმასაც, რომ გუნდში მის აზრზე არაერთი სამართალდამცველია და სამსახურის დატოვებისკენ მათაც მოუწოდებს. 

ხმელიძე პოლიციის მოწმობას უწყებაში ფოსტით გაგზავნის. 

წყარო – მთავარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

14:26 09-10-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:27 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved