• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოკითხულთა 92% თვლის, რომ საარჩევნო უბნებზე არ იყო შემავიწროვებელი გარემო – NDI

ალია ავტორი - ალია
13:48 01-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 პროცენტი აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო.

„ენდიაის“ მიერ გამოკითხულთა შორის ყველაზე აქტიურები არჩევნებზე 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იყვნენ, რომელთა 84-მა პროცენტმა პირველ ტურში გააკეთა საკუთარი არჩევანი. 35-დან 54-მდე წლამდე გამოკითხულებს შორის 79 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 18-34 წლის კატეგორიაში 69 პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებზე.

საარჩევნო უბნებზე არსებული სიტუაციის შეფასებისას, გამოკითხულთა 92 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები საარჩევნო უბნებზე კარგად იყო დაცული, 94 პროცენტი პასუხობს, რომ უბნებზე მოწესრიგებული სიტუაცია იყო, ხოლო 89 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები.

გამოკითხულთა 92 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შემავიწროვებელი/შემაშინებელი გარემო იყო. მხოლოდ შვიდი პროცენტი მიიჩნევს საარჩევნო უბნებზე გარემოს ასეთად.

„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

თეგები: 2020 არჩევნებიNDI

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved