• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმას სამკურნალოდ საქართველოც გამოიყენებს

ალია ავტორი - ალია
13:27 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
(Photo by Iryna Kalamurza/Shutterstock)

(Photo by Iryna Kalamurza/Shutterstock)

Facebook-ზე გაზიარება
77

კორონავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდი შესაძლოა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდეს.

უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტისგან, მას შემდეგ, რაც დამატებით გაივლის 2-კვირიან თვითიზოლაციის პროცესს, აიღებენ სისხლს, რომელიც შესაძლოა განკურნებაში დაეხმაროს სხვა ინფიცირებულებს.

რამდენიმე დღის წინ, ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმაში ცირკულირებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც შეიძლება უკვე დაავადებულ ადამიანს გამოადგეს.

ამასთან დაკავშირებით, ინფექციურმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. პარალელურად, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს.

„ა.წ. 24 მარტს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (US FDA) განიხილა შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას COVID-19-ით კონვალესცენტის (ახლად გამოჯანმრთელებული პირის) პლაზმა COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამასთან, თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს FDA-სთან. ამ გადაწყვეტილებით FDA-მ „მწვანე შუქი“ აუნთო ამ საკითხზე კვლევების დაწყებას. ამასთან, ამ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია მთელი რიგი პირობები და შეზღუდვები, რომელთა მკაცრად შესრულება სავალდებულოა.

თავად ეს მეთოდი პრინციპულად ახალი არ არის და იგი ადრე მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენებოდა რიგი მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებების: ებოლას ცხელება, SARS, MERS, H1N1 გრიპი და სხვ. სამკურნალოდ.

ამ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომელთა სამკურნალო პირდაპირი მოქმედების ანტიმიკრობული მედიკამენტები არ არსებობს.

რამდენადაც საქართველოში უკვე გვყავს COVID-19-სგან პირველი გამოჯანმრთელებული ავადმყოფები – სულ 18 პირი, აგრეთვე, გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კრიტიკულად მძიმე პაციენტები, ეს მეთოდი შესაძლოა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების (რომელიც შეიცავს რიგ რთულ და მაღალტექნოლოგიურ პროცედურებს) შემდეგ გამოყენებულ იქნეს ჩვენს ქვეყანაშიც.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა უკვე დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. შედგა შეხვედრა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელიც ფლობს აღნიშნული პროდუქტის (კონვალესცენტების პლაზმის) დამზადებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებს. ცენტრი გააგრძელებს კონსულტაციებს და თანამშრომლობას აღნიშნულ საკითხზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება მსოფლიოს, მთელი პლანეტის მასშტაბით COVID-19-ით 723 846 ადამიანი დაავადდა, მათ შორის 34 042 გარდაიცვალა, 159 480 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved