• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

ალია ავტორი - ალია
19:38 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაწვრთნილი ძაღლები, ოთხფეხა მეგობრები ადამიანის, რომლებიც ეხმარებოდნენ წლობით დანაშაულის გახსნაში, კახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. როგორც წერენ, სიბერის გამო. ძაღლების ნაწილი 10 და მეტი წლისაა, რამდენიმე 7 შლის, ერთი  5 წლის და ერთიც სულაც 2 წლის.

შსს–მ სულ 12 ძაღლი “ჩამოწერა” და დატოვა თავშესაფარში.

მოქალაქეები ითხოვდნენ, სააგენტოს თავისი ვალდებულება შეესრულებინა და გაესტირელებინათ მაინც, რადგან ვინმეს გასამრავლებლად და ლეკვების გასაყიდად არ წაეყვანა და ისევ არ ეწვალებინა,

სააგენტო პასუხობს:

“მაკვირვებს თქვენი აზრი, ეს შსს ძაღლებია, ზოგიერთი 8-9 წლის არის და მეტი, როგორც ასეთი გადამწვარები არიან, როგორც გვითხრეს და გამრავლების უნარი აღარ გააჩნიათ.”

მოქალაქეები კომენტარებში წერენ:

გადამწვრები არა გადახარშულები, რას იგონებთ ხალხნო, ცოტა ლოგიკასთან ახლოს მაინც იყოთ! ერთი კომპეტენტური თანამშრომელი მაინც არ გყავთ? ასე გითხრეს დაიჯერეთ და სტერილიზაცია, კასტრაციის გარეშე გააჩუქეთ? გერმანული ნაგაზი რამდენი წლის არის?

ძაღლს გამრავლების უნარი ღრმა სიბერემდე აქვს და მეც მაკვირვებს თქვენი,რომ ამაზე ახსნა გჭირდებათ. ..სააგენტოს შიდა განაწესის მიხედვით კი პირდაპირი ვალია გასტერილებული, აცრილი ცხოველის გაშვილება…

ნებისმიერ მსურველს ატანთ? ნორმალურ ქვეყანაში,ახალი პატრონი ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.ვისაც ჩუქნით დარწმუნებული ხართ, რომ აქვთ ამ ძაღლების მოვლის მატერიალური საშუალება და დაათვალიერეთ როგორ პირობებში ეყოლებათ? ნუ ჩააგდებთ ამ
საცოდავებს უარეს დღეში.
პატრონების ბოლო ბედი თავშესაფარია
ესე უნდა მიაგდონ მისი პატრონიც და ამოხდეს სული მარტოობაში. 11 წლის ძაღლი როგორ მიაგდეს. რა უბედური თვალები აქვს ღმერთო
წყეული იყოს ამის გამკეთებელი.
ათი წლის ძაღლს რა უნდა თავშესაფარში❓ცოცხალია მისი პატრონი❓
რა გული უძლებს ამის მიმტოვებელს?! არაადამიანი, როგორ გაწირა, მიუსაფრის გამომეტყველება აქვს ძაღლს, ვინ იცის, როგორ იტანჯა, რომ გარემოსთან შეგუება ესწავლა.
ამის გამშვები რომ დალპეს, უნდა გაუკვირდეს?
ერთ–ერთი მიტოვებული ძაღლი ჯუნაა, ის ჯუნა რომლითაც შსს 2021 წელს თავს ასე იწონებდა. ჯუნა 2015 წელს დაბადებულა, ახლა ზუსტად 10 წლისაა. ჯუნა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლი იყო. მაშინ შსს წერდა:
“ჯუნა გერმანული ნაგაზია, რომელიც უკვე მეექვსე წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს გახსნილი. იგი ძირითადად ადამიანის სუნის კვალზე მუშაობს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლების ერთი ნაწილი, ჯუნას მსგავსად, ადამიანის სუნით იღებს კვალს, ხოლო მეორე, ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენაზე მუშაობს.”
ჯუნა 2021 წელს და ჯუნა ახლა:
სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თუ არ გაჩუქებიან, ისინი სახელმწიფოს კმაყოფაზე იცხოვრებენ, თავშესაფარში. მათ დაწერეს ისიც, რომ თურმე, ეს მეორე შემთხვევაა, როცა შსს–მ მათ ძაღლები მიუყვანა და დაუტოვა. მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის სააგენტოს კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, ხალხისგან ამ წერილში ითხოვდა, შეეწყვიტაღ შსს–ს და სახელმწიფოს დამუნათება. ვერ გეტყვით, რა მოხდა კომენტარებში, რადგან კომენტარების ველი უკვე დახურულია. იმავე წერილში გეგეჭკორი წერს, რომ ეს ძაღლები, თურმე, მალე ჩუქდებიან, იმიტომ ჭკვიანები არიან და გაწვრთნილები. ჭკვიანები და გაწვრთნილები რომ არიან, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ უჭირთ ახლა თავშესაფარში და ამიტომაც წერენ კომენტარებში ადამიანები, რა დასტრესილი სახეები აქვთო.

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, წერს:

აი, ეგ ხალხია ესენი, ერთგულ ცხოველებს გისოსებში რომ გაუშვებენ, როცა მოხუცდებიან 
მარტო ეგეთ ხალხს შეუძლია იხარხაროს მაშინაც, როცა ექიმი ეთერში ყვება,რომ საშინელი დარბევებისას, მათ სახლში შესული რაღაც მომწამვლელი ნივთიერებით გაჟღენთილ კედლებში, თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა.
იმაზე ფიქრის ნაცვლად, რა ნივთიერება იყო, რამაც ეს გამოიწვია, რომ ხარხარებენ-იიიიიიი…თუთიყუშიო…იიიიიიი…თუთიყუშს ბუმბული დასცვივდაო.
რატომ დასცვივდა და რამ გამოიწვიაო კი არა, თუთიყუშიო და იგუდებიან სიცილით.

თამთა ჭიღლაძე:

მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნები ყველაზე ერთგულ და ჭკვიან არსებებს თავდადებისთვისა და თავგანწირვისთვის ღირსების ორდენებით აჯილდოვებენ, საქართველოში თავშესაფარში ტოვებენ
არ ვიცი, ვინ როგორ ცხოვრობთ, ამჩნევთ თუ არა ქვეყანაში ამდენ მიუსაფარ ცხოველს, გაწუხებთ თუ არა მათი ბედი, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლეს ეხება ეს არსებები მზად არიან თქვენთვის თავი გაწირონ! ამის არაერთი ფაქტი შემიძლია დაგიდოთ თუ როგორ იბრძვიან ძაღლები ჩვენთვის, ადამიანებისთვის
ახლახანს ვნახე კახეთის თავშესაფრის პოსტები, თითოეული მათგანი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaს ემსახურებოდა
ეს ძაღლები სპეციალურად გაწვრთნილები არიან სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად, როგორებიცაა:
1.ნარკოტიკების აღმოჩენა
2.დაკარგული ადამიანების ძებნა
3.ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნა
4.დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
5.პატრულირება და დამნაშავეების დაკავება
6.დანაშაულის ადგილის იდენტიფიკაცია და ა.შ
მათ მუშაობა ისეთ გარემოში შეუძლიათ, სადაც ტექნიკა ვერ მუშაობს და აქვთ განვითარებული ყნოსვა ადამიანზე 40-ჯერ ძლიერი
ჩვენს ქვეყანაში ასეთ ძაღლებს თავშესაფარში ტოვებენ, 10 წელზე მეტ ხანს გამოიყენეს ყველა და შემდეგ როგორც ნივთები ისე დატოვეს, კი ხედავთ სადაც
არის ეს ნორმალური საქციელი? არ არის.
ჰგავს ადამიანის საქციელს? ჰგავს.
უნდა იქცეოდეს ასე ადამიანი? არა!!!
ქვეყანაში, სადაც მთავრობა 13 წელია დგას, ამდენი წლის განმავლობაში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემები ვერ მოგვარდა, მერე ამათ ფულს ვინ შეჭამს აბა? პრობლემა კი დღითიდღე უარესობისკენ მიდის, ცხოველის მკვლელობაზე პოლიცია დაგცინის, მათთვის წარმოუდგენელიც კია ნერვიულობდე და ემპათია გაგაჩნდეს ამ არსებების მიმართ, ამიტომ გასაკვირი არ არის ამ ძაღლების ბედი საბოლოოდ როგორიც აღმოჩნდა, თუმცა სავალალოა და რამდენჯერაც თვალს დავხუჭავთ იმდენჯერ ესე მოიქცევიან
სამუდამო არაფერია და იმედია ყველა იმას მიიღებს რისი ღირსიცაა!
თეგები: გეკაოთხფეხა მეგობრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved