• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოძიება: რომის პაპმა ბენედიქტემ პედოფილი-მღვდლების შესახებ იცოდა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა

ალია ავტორი - ალია
11:15 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

რომის ყოფილმა პაპმა ბენედიქტე მე-16-ემ იცოდა, რომ მისი ეპარქიის მღვდლები ბავშვებს სექსუალურად ავიწროებდნენ, მაგრამ არანაირი ზომა არ მიუღია. ამის შესახებ BBC კათოლიკური ეკლესიის შეკვეთით ჩატარებული გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება გერმანულმა იურიდიულმა ფირმამ Westpfahl Spilker Wastl ჩაატარა. საუბარია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 4 შემთხვევაზე 1977-1982 წლებში, როდესაც იოზეფ რატცინგერი (ასე ერქვა ბენედიქტეს პაპად არჩევამდე) მიუნხენის არქიეპისკოპოსი იყო. ყოფილი პაპი აცხადებს, რომ მან ბავშვებზე ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა გამოძიების საბუთებში არის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ბენედიქტე ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც ძალადობის შემთხვევებს განიხილავდნენ.

გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვატიკანში განაცხადეს, რომ ყველა დეტალს შეისწავლიან და ძალადობის მსხვერპლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ბენედიქტე მე-16, რომელიც ახლა 94 წლისაა, პირველი პონტიფექსია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. 2013 წელს მან კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა. მას შემდეგ ის ვატიკანში ცხოვრობს და ცნობილია როგორც „საპატიო პაპი“.

გერმანულ ეკლესიაში სექსუალურ შევიწროებაზე მანამდე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 1946-2014 წლებში სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 3600 ადამიანზე მეტი გახდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved