მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციას და ოპოზიციის ლობისტებს მოუწოდა, წერილობით წარმოადგინონ, კითხვარი, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად და რას არ აკეთებს მმართველმა გუნდმა.
“მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს.
იგივეს ველი მათ მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს, შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად.
გთავაზობთ დისკუსიის ნებისმიერ გონივრულ ფორმატს, რომელიც საქმეში ყველაზე ჩაუხედავ ადამიანსაც კი გააგებინებს სიმართლეს. მოდით არა ცარიელი სიტყვებით, არამედ, ფაქტებით და არგუმენტებით გვესაუბრეთ.”
კომენტარები