• რეკლამა
  • კონტაქტი
12:54, ხუთშაბათი, 23 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამოჩნდნენ მძარცველები, მთებიდან გადმოვიდნენ და უმოწყალოდ ძარცვავენ იქაურობას“ – რას უყვება „ალიას“ თურქი ბიზნესმენი, რომლის ოჯახი მიწისძვრას ძლივს გადაურჩა

ალია ავტორი - ალია
17:41 02-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46,653

ნანა სულავა

თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით „ალიას“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს თბილისში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი ვოლკან შაჰუთ ოღლუ. ის წარმოშობით ჰათაის პროვინციიდან (ჰათაის პროვინცია თურქეთის ნაწილი გახდა 1939 წელს. ამ ოლქზე ერთა ლიგამ მანტადი მისცა საფრანგეთს და შემდეგ საფრანგეთმა თურქეთს აჩუქა), ქალაქ სამანდაღიდანაა, რომელიც დღეს მიწასთან არის გასწორებული. მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში მყოფი ბიზნესმენი, რომელმაც მიწისძვრის შემდეგ კარგა ხანს არ იცოდა არაფერი მისი ახლობლების შესახებ, ცოცხლები იყვნენ თუ არა ისინი, ემოციურად ყვება, როგორ გადაურჩნენ სიკვდილს.

ვოლკან შაჰუთ ოღლუ:

  • წარმოშობით ძველი ანტიოქიიდან ვარ, რომელიც ერთ დროს ქრისტიანული ბიზანტია იყო. დღეს ჰათაის პროვინციაა და ჩემი მშობლიური ქალაქი სამანდაღია. ეთნიკურად კავკასიელი ვარ. ეს ჩემს ხასიათში, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ჩვენ თითქმის ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს აღვნიშნავთ: მარიამობას, გიორგობას, ბარბარობას. ჩვენი სალოცავები გვაქვს. მეჩეთებში ჩვენ არ დავდივართ. ჩვენი მშობლიური ქალაქი სამანდაღი დღეს აღარ არსებობს. ის მიწისძვრისგან მთლიანად გასწორებულია. ჩემი მშობლები ძველად აშენებულმა პატარა სახლმა გადაარჩინა. მათ მიწისძვრის დროს მოასწრეს გამოსვლა. ირგვლივ თითქმის ყველა მრავალსართულიანი კორპუსი დაიფშვნა და ხალხიც თან მოიყოლა. ჩემი და მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩემი სახლიდან მოშორებით კორპუსში ცხოვრობდა პირველ სართულზე და მისმა ოჯახის წევრებმა მოასწრეს გადმოხტომა. კარგა ხანს ფეხშიშველებმა იარეს ფეხით, სანამ მიაღწიეს ჩემი მშობლების სახლს. ერთი სიტყვით, სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ჩემი და-ძმები და მშობლები ყველანი გადარჩნენ და ისინი დღემდე მანქანაში ათენებენ და აღამებენ. მიწისძვრის შემდეგ ორი-სამი დღე არ მიეწოდებოდათ არც წყალი, არც საკვები. ჩვენი სახლის სამზარეულო, რომელიც პირველ სართულზე იყო, ნგრევას გადაურჩა და იქიდან მცირეოდენი საკვები გამოიტანეს. ჩემს მშობლებს ციტრუსის პლანტაცია ჰქონდათ და წყლის ნაცვლაც მას ღებულობდნენ.
  • რას აკეთებდა ამ ვითარებაში თურქეთის მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი? სახელმწიფოს პირველი მოვალეობა ხომ ის არის, რომ მოსახლეობას მიეწოდოს სასმელი წყალი და საკვები?
  • ფაქტია, რომ სრულიად მოუმზადებლები შეხვდნენ ისინი ამ ტრაგედიას. ფაქტია ისიც, რომ საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურები უსუსურები აღმოჩნდნენ.
  • მაინც როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მიაღწია ჰუმანიტარულმა დახმარებამ მოსახლეობამდე? მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც ხომ შევიდა უამრავი დახმარება?
  • რა თქმა უნდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით საქართველოდან, საკვებთან და პირველადი მოხმარების საშუალებებთან ერთად მაშველებიც შევიდნენ, რომლებიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ, გამოჩნდნენ მძარცველები, გაურკვეველი ეროვნების ადამიანები მთებიდან გადმოვიდნენ და უმოწყალოდ ძარცვავენ იქაურობას. სამწუხაროდ, ამას ჟანდარმერია ვერ აკონტროლებს. კიდევ უფრო მეტი, მთებიდან ჩამოსულმა გაურკვეველი ჯგუფის ადამიანებმა თურქეთის დროშა დაწვეს. ეს ტერორისტული დაჯგუფება იყო. რას აპროტესტებდნენ, ისიც ვერ გაიგო ხალხმა.
  • თურქეთში 90-იანი წლებიდან მოყოლებული რაც კი მრავალსართულიანი კორპუსები აშენდა, მიწისძვრისგან დაინგრა. თქვენ ამბობთ, რომ ძველი სახლები უფრო გადაურჩა მიწისძვრას. როგორ ახსნით ამას?
  • იცით, რაშია საქმე? კაპიტალისტები აშენებენ უხარისხო სახლებს და მერე ყიდიან. უცოდინარი მუშახელით და იაფი მასალით შენდება მრავალსართულიანი კორპუსები და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხის ბედი, თავიანთთვის კი კაპიტალურ სახლებს იშენებენ. ამ ანტისოციალური პოლიტიკის შედეგად ხდება ეს უბედურებები. სახელმწიფო კაპიტალისტურია და კორუფცია მძვინვარებს. მაგალითად, ევროპაში მთავრობა, ბიზნესი და პროფკავშირები ერთმანეთს აბალანსებენ, ერთად არიან. მარტო მთავრობას რომ დაევალება, ის ბიუროკრატიის მხარეს არის. მშენებლობის ინსპექცია უნდა ამოწმებდეს მშენებლობას. სოციალური კონტროლის მექანიზმები არ არსებობს. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნია და იმიტომ დგება ასეთი შედეგი.
  • წასვლას თუ აპირებთ თურქეთშითქვენი მშობლებისა და ახლობლების მოსანახულებლად?
  • რა თქმა უნდა, მივდიოდი, მაგრამ მამამ მობილურზე დამირეკა და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ არ წავსულიყავი. მან მითხრა, რომ თურქეთსა და სირიაში უზარმაზარი ტექტონიკური ძვრები მოხდა, მიწაა გახსნილი შუაზე და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს იქ ჩასვლა. გადარჩენილები მანქანაში ცხოვრობენ და ჟანდარმერია მოსახლეობას თურმე ეუბნება, რომ მთებში წავიდნენ. ხალხს საწვავი არა აქვს. ან რომც ჰქონდეთ და წავიდნენ, იქ რა უნდა ქნან, როგორ იარსებონ? მახსოვს, საბჭოთა საქართველოში 50-იან წლებში საცხოვრებლად მთიდან – სვანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან ბარში ჩამოჰყავდათ მოსახლეობა, მათ სამსახურებს და ბინებს აძლევდნენ.  კაპიტალისტურ ქვეყნებში კი მთებში ერეკებიან. იქ რა უნდა ქნან, ამაზე პასუხს არ იძლევიან. ისეთი მდგომარეობაა, რომ ძალიან რთულია გამოსავლის პოვნა.
  • თქვენ საქართველოში საცხოვრებლად როდის ჩამოხვედით?
  • 2007 წელს ჩამოვედი. ჩემმა ბიზნესმენმა ძმამ ჩამომიყვანა. ის მანამდე თურქეთის პარლამენტის დეპუტატი იყო. თბილისში ერთ-ერთი ფირმის დირექტორად ვმუშაობდი. დავოჯახდი, მყავს ქართველი მეუღლე. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ჩემი ოჯახის წევრებს რომ მოვინახულებ ხოლმე თურქეთში, იქიდან მალე გამოვრბივარ, რადგან მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი.
  • თქვენი მშობლები ვინ არიან?
  • მამა პროფესიით ექიმია, დედა – დიასახლისი. შვიდი დედმამიშვილი ვართ. ისინი ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ ყველანი ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. ბევრი ჩვენი სისხლით ნათესავი, ბიძაშვილები და ახლობლები დავკარგეთ. ასეთი მიწისძვრა მე-13 საუკუნეში მომხდარა ალეპოში, რომლის შედეგად 200 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ამ მიწისძვრისგან კი 24 ათასი ადამიანია გარდაცვლილი და კიდევ უფრო იზრდება ეს რიცხვი. ამ მიწისძვრაზე არანაკლებ დიდი უბედურება ხალხისთვის ის არის, რომ სანამ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი არ ჩავიდა კატასტროფის ზონაში, მანამდე ადგილობრივი გუბერნატორები, დეპუტატები, გამგებლები, მინისტრები არ მივიდნენ გადარჩენილებთან. თუ ვინმე პაგონიანი იყო, ყველა გაიქცა და დაიმალა. ორგანიზებულობა არ იგრძნობა. ღმერთისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებების იმედად არიან დარჩენილები.
თეგები: თურქეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როდიდან გახდება მანქანის დაზღვევა სავალდებულო და რამდენით მოიმატებს ტექდათვალიერების ფასი?!
ახალი ამბები

ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული – 200 ლარით – რა კანონი მზადდება მძღოლებისთვის?!

18:41 03-22-2023
ახლა ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები… თუ ივანიშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებდა, სანქციებს დაუწესებენ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია“ – სოსო ცინცაძე

16:42 03-22-2023
ჩვენ მხარს დავუჭერთ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას – ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები

„ვერ ხედავთ ეს ორი ავ–ირაკლი, ღარიბაშვილი და კობახიძე რას კადრულობენ?“ – გიორგი გუგავა

19:24 03-17-2023
„მტერი როცა პანიკაშია, მას არ უნდა მისცე აზრზე მოსვლის საშუალება, უნდა შეუტიო – ეს დასავლეთმა კარგად იცის და გამოიყენებს“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მმართველი პარტიის ლიდერები, ჩვენი ჩინოვნიკები პროდასავლურები არიან…“ – რას ყვება სოსო ცინცაძე?

16:02 03-17-2023

ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

14:51 03-22-2023
გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა
ახალი ამბები

გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა

14:01 03-22-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით  სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით სთავაზობს

12:10 03-21-2023
სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ
ახალი ამბები

სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

18:31 03-20-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved