• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამიგია სამი ჯუჯის ამბავიც, სამი მუშკეტერიც და სამ პრეზიდენტსაც მალე გავიგებთ, მაგრამ ეს არის შინაარსისგან დაცლილი ვითარება – დავით ზილფიმიანი

ალია ავტორი - ალია
13:28 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ სულ მცირე რაღაც წამართვი, რაღაც მომპარე, რაც დამინგრიე, იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ, ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება, ჩამოგართვა ხელი – – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

რას ნიშნავს შერიგება? ყველა ჩამოვყალიბდით და ვფორმირდებოდით რაღაც გარემოში, ცხოვრების რაღაც ნაწილი გვაქვს გავლილი. შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ სულ მცირე რაღაც წამართვი, რაღაც მომპარე, რაც დამინგრიე, იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ, ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება, ჩამოგართვა ხელი. იცი რა? რაც გაგიკეთე, გაგიკეთე და ახლა მოდი შევრიგდეთ – აი, ეს არ არის შერიგება. შერიგების ერთადერთი ფორმულა ზილფიმიანმა დადო ერთი თვის წინ, ეს არის ერთადერთ გამოსავალი, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე, მხოლოდ ეს არის, ამ შემთხვევაში მივიღებთ, რომ მათ მიერ დეკლარირებული პოზიცია, რომ ქვეყნისთვის კარგი და კოალიციური მთავრობა პირველ რიგშია და არა საკუთარი მობობღება ხელისუფლებაში, ეს დამტკიცდება. ისემც თქვენ რა გითხარით, რომ ასე არ გინდოდეთ“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, გაიზრდება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ველზე არიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ხმები არ დაიკარგება, ისინი ჰარმონიულად გადაანაწილებენ თავისი ინტერესის მიხედვით სხვა დანარჩენ პარტიებზე და გარკვეული ოდენობა „ოცნების“ ხმებისა, რომლებიც „ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ აძლევენ ხმას, რომ „ნაციონალები“ არ მოვიდნენ, ისიც გარკვეულწილად გადანაწილდება, ეს არის გარანტირებული ფორმულა კოალიციური მთავრობისა, შემდეგ არჩევნებზე, თუ არადა კვლავ გარანტორებად დარჩებით „ოცნების“ მეოთხე ვადით მოსვლაზე. ყველაფერი გამიგია, სამი მეგობარი ჯუჯის ამბავიც, სამი მუშკეტერიც და სამ პრეზიდენტსაც მალე გავიგებთ, მაგრამ ეს არის შინაარსისგან დაცლილი ვითარება და ცარიელი კასრია, სწორედ ამიტომ არის დიდი ხმაური, რომ ცარიელი კასრი ყოველთვის დიდად ხმაურობს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved