• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამარჯვებისთანავე, ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში” – ვაშაძე კომპანიებზე, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს

ალია ავტორი - ალია
15:44 01-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,244
“სტრატეგია აღმაშენებლი” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ამბობს:
 “ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის ოლიგარქიული კლანი ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდიან დამოუკიდებელი, საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება.
 ნომერი პირველი პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა, ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების არარსებობა. შემიძლია, ძალიან კონკრეტული ციფრები წარმოვუდგინო მოქალაქეებს.
თქვენ ხედავთ კომპანიების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც დატოვეს რუსეთის ბაზარი. საუბარია 5000 – ზე მეტ ბრენდზე, რომელმაც 2022-23 წლებში დატოვა რუსული ბაზარი.  ჯამურად რომ გითხრათ, ეს არის დაახლოებით 2 მლნ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, კომპანიებში, როგორიცაა „მერსედესი“, „ვოლკსვაგენი“, „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „მითსუბიში“, „ფერარი“, „ჯენერალ მოტორსი“ და ა.შ. მის გარშემო შექმნილი იყო 4 დან 6 მლნ- მდე სამუშაო ადგილი, ჯამურად ამ კომპანიების ღირებულება არის 266 მლრ დოლარი, სწორედ ამ კომპანიებმა დატოვეს რუსეთის ფედერაცია.
მთავარი კითხვაა – სად წავიდნენ ეს კომპანიები? ისინი პროდუქციას მთელ ევრაზიას რუსეთიდან აწვდნიდნენ. აი, წარმოგიდგენთ ევრაზიის რუკას და ნახავთ, რომ ეს კომპანიები წავიდნენ აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, ბულგარეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
არცერთი ეს კომპანია არ შემოსულა საქართველოში, კითხვა უნდა დავსვათ – რატომ? რატომ წავიდა აზერბაიჯანში მაგალითად და არა საქართველოში? რატომ წავიდა უზბეკეთში? აღარაფერს ვამბობ დუბაიზე, თურქეთზე. მიზეზი არის ძალიან კონკრეტული, რომ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის ოლიგარქიული კლანი ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდიან დამოუკიდებელი, საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება.
როცა სისტემას მართავ კორუფციით, არაფორმალური მმართველობით, კლანური სასამართლოთი, იქ ინვესტიციები არ შედის. ჩემო კარგებო, წლევანდელი წელი სწორედ ეს არის – ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, შემოგვყავს ეს კომპანიები საქართველოში თუ ისევ და ისევ სიღარიბის, ივანიშვილისეულ ჭაობში ვიძირებით.
აი, ძალიან კონკრეტული მაგალითია, თუ როგორ შეიძლებოდა ასობით მლრდ ინვესტიციების მოზიდვა. სულ რაღაც 5-7% რომ შემოსულიყო საქართველოში, ეს უკვე მოაგვარებდა უმუშევრობის პრობლემას საქართველოში. ჩვენ დღეს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყანა ვართ. მერწმუნეთ, ინვესტორებისთვის გაცილებით საინტერესო ვართ, ვიდრე აზერბაიჯანი, თუნდაც უზბეკეთი, მაგრამ ისინი აქ არ შემოდიან, რადგან არაფორმალური მმართველობის, კორუფციული მმართველობის და კლანური სასამართლოს პირობებში არავის არ უნდა ინვესტიციების ჩადება.
წელს ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო და დავიწყოთ მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი ქვეყანაში. ყველა ამ კომპანიასთან ჩვენ კონტაქტი გვექნება, ბევრთან დღემდე მაქვს კონტაქტი, შევხვდით კიდეც სხვადასხვა ქვეყნებში და გამარჯვებისთანავე, ამ ადამიანებს შემოვიყვანთ საქართველოში, რათა საქართველოს მოალაქეებს ქონდეთ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.”
თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება

15:54 07-30-2025
როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?
ახალი ამბები

როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?

14:36 07-30-2025
თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან
ახალი ამბები

თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან

14:13 07-30-2025
ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:18 07-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved