• რეკლამა
  • კონტაქტი
16:29, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გახსოვდეთ, ჩვენი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად ადარდებს ვინმეს”

ალია ავტორი - ალია
13:07 07-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალთა მიმართ ძალადობას ასე ეხმაურება:

,,ერთადერთი არსება, რაც მომიკლავს, ტარაკანაა. იმიტომ ვკლავდი, რომ მეშინოდა. კალიებისაც მეშინოდა, მაგრამ მოკვლას ვერ ვუბედავდი და ნიკოს ვუკვეთავდი. ნიკო არასდროს არ კლავდა, ნაზად, ფრთები რომ არ დაეზიანებინა, აიყვანდა და აივნიდან გადასვამდა ხოლმე. კარგა ხანია აღარაფერი მომიკლავს. ყველა მკვლელობის და სიძულვილის ფუნდამენტური გრძნობა შიშია, ან გაცნობიერებული, ან გაუცნობიერებელი, ვიღაცის არსებობის შიში და ამ შიშს შემდეგ აზრობრივად შეთხზული განშტოებები აქვს, ზოგჯერ ისეთი სასაცილოც კი, როგორიცაა მკვლელობასთან ერთად სიტყვების “ღირსება, თავმოყვარეობა” გამოყენება, კარიკატურული მორალის აღწერისთვის. ხოდა ტარაკნებივით იოლად რომ გვხოცავენ ქალებს შეშინებული კაცები, მათ ფუნდამენტურ შიშს სანამ რამე ეშველება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოქმედების გზები, როგორ შევამჩნიოთ მათ ქცევაში შიში და როგორ გამოვცალკევდეთ მშიშრებისგან დროულად. დამშვიდებას ნუ ეცდებით. ცხოველურ შიშს თქვენ ვერ დაამშვიდებთ “კარგი ქცევით”. და გახსოვდეთ, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვიცავენ და ჩვენი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად ადარდებს ვინმეს. სულ რაღაც ერთი შეცხადებაა და იმასაც ეჭვი ახლავს, იქნებ ვიმსახურებდით. ერთი ათეული წლის წინ მამებიც კი არ იცავდნენ მოზარდ გოგოებს “შეყვარებული გამტაცებლისგან” და მეზობლის აყროლებული აზრის შიშით სახლში არ იბრუნებდნენ. გავაცნობიეროთ ჩვენი მარტოობაც და ძალაც, რომელიც დათრგუნული გვაქვს ილუზიის გამო, რომ ვინმე გაგვიფრთხილდება და დროულად დავინახოთ შეშინებულ ცხოველთან ვცხოვრობთ, თუ ადამიანთან.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved