• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახელაძის უმძიმეს თემაზე რომელი ლოგიკით ვკიდებთ ხელისუფლების ტოლფას პასუხისმგებლობას ოპოზიციას?! გაიკარეს ოპოზიცია? – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:02 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

“ძალიან არ მომწონს ბოლოდროინდელი ტენდენცია როცა ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას ერთ სიბრტყეზე განიხილავენ მავანნი. ხაზს ვუსვამ – პასუხისმგებლობას, და არა კრიტიკას, თუნდაც დაუნდობელს.

უკვე მერამდენედ “ვიცავ” ოპოზიციას არასწორი თავდასხმებისგან, იმ ოპოზიციას, რომლის მიმართაც სხვაზე ნაკლები კი არა, შესაძლოა უფრო მეტი პრეტენზიები მაქვს, მაგრამ ეს პრეტენზიები ბევრად უფრო გააზრებულია, ვიდრე ზემოთ ხსენებულ მავანთა მიერ ოპოზიციაზე ხელისუფლების ტოლფასი პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

ვაკრიტიკოთ ოპოზიცია დაუნდობლად, მიწასთან გავასწოროთ, თუ ეს სწორად მიგვაჩნია, მაგრამ ნამახვანჰესის საკითხზე, ზაზა გახელაძის უმძიმეს თემაზე რომელი ლოგიკით ვკიდებთ ხელისუფლების ტოლფას პასუხისმგებლობას ოპოზიციას?! თავი რომ დავანებოთ იმას რომ ოპოზიციის ხელში არანაირი ბერკეტი არ არის, გაიკარა კი ზემოთ ხსენებულმა ხალხმა ოპოზიცია? არა თუ არ გაიკარა, განცხადებები კეთდებოდა ოპოზიცია არ გვინდაო.

არსებობს პოლიტიკურად გამოუცდელი და დღევანდელ სიტუაციაზე გულაყრილი ხალხის დიდი რაოდენობა, რომელიც ვერ ხვდება, ისე აყვება ხოლმე მსგავს მოწოდებებს და ეს ასე მოხდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით და სადამდეც მიგვიყვანა ამ პოპულიზმმა – არ გვინდა პოლიტიკოსები, მგონი არაერთხელ ვნახეთ!

აყენებ პრობლემას რომელიც პოლიტიკურია? რანაირად უნდა გაიმარჯვო პოლიტიკოსების გარეშე?!

არ მოგწონს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია? ხომ არ გავიწყდება რომ ერთიც და მეორეც ჩვენი საზოგადოების პირმშოა და როგორებიც ვართ ჩვენ, ისეთი გვყავს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც!

უდიდესი მავნებლობაა დღევანდელ დღეს ხელისუფლების მოწინააღმდგე საზოგადოების ნაწილში უკვე ძალიან პოპულარული ფრაზები – არც ხელისუფლება გვინდა და არც ოპოზიცია. აბა რა გინდა შე დალოცვილო?! რამეს ხედავ მაზე უკეთესს რაც გვაქვს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და გვიმალავ?! რატომ თესავ ნიჰილიზმს მოსახლეობაში, რომელიც მხოლოდ კრემლის პროექტებზე ასხამს წყალს?! “ოცნებაც” და მასთან “დაპირისპირებული” გახარიაც კრემლის პროექტებია და ეს ნიჰილისტური მოწოდებები მხოლოდ მათ ინტერესებში შედის და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის, რომელიც ეხლა ბეწვის ხიდზე გადის და ავად თუ კარგად, კოჭლობით თუ წელგამართულად, ამ ხიდზე უნდა გადავიყვანოთ!

ვინც კარგად ვერ მიხვდით რაზე ვლაპარაკობ და აყოლილები ხართ ივანიშვილი–გახარიას ღია თუ ფარულ გავლენის მდაბიო აგეტებს, წარმოიდგინეთ რომ შვილი გყავთ ავად, ბევრმა ექიმმა ვერ გაამართლა თქვენი იმედები – რას იზამთ – უარს იტყვით შვილის ექიმთან წაყვანაზე, ხელებს ჩამოუშვებთ ან თავში წაიშენთ და მის სიკვდილს დაელოდებით?! სულ რომ მიზერული იყოს შანსი, ამ შანსზე უარს იტყვით?!

მე მათ მივმართავ, ვინც სამართლიანად და საფუძვლიანად ყველაფერზე გულაყრილი შეიძლება ადვილად წამოეგოს ამ აგენტურის ლოზუნგებს – დაფიქრდით, სადამდე მივყავართ ამ ნიჰილიზმს! მოვტყუვდებით? დავმარცხდებით? – ის მაინც გვეცოდინება რომ ყველაფერი გავაკეთეთ, საკუთარ თავს გადავაბიჯეთ, თავი გავწირეთ! შვილზე ხო ასე იფიქრებთ ყველა? ჰოდა ჩვენი გამოსავალიც ესაა – სამშობლო შვილივით ვიგრძნოთ, შვილივით, რომელსაც ჩვენი შველა ჭირდება! ჯობს შეგვეშალოს, მოვტყუვდეთ მაგრამ სანამ შვილი ცოცხალია ხელი არ ჩავიქნიოთ – თუ ხელს ჩავიქნევთ არ გვყვარებია თურმე და მაშინ ის მაინც გავაკეთოთ რომ სხვებს ნუ წავართმევთ იმედს!

არავის ჭკუას არ ვასწავლი. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან კარგად ვხედავ რაც გველის ასე თუ გავაგრძელებთ და უბრალოდ იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ.

გამგები გაიგებს.”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved