სენაკის საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის პროცესს ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, გიორგი გახარიას პარტიის აქტიური მხარდამჭერი ირაკლი წულაია.
წულაია ინტერესდება „ქართული ოცნება“ მიიღებს გახარიას პარტიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, თუ კვლავ შეცდება გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბმულ ძალად წარმოაჩინოს.
„გახარიებმა ქოცებს უთხრეს წარადგინეთ თქვენი კანდიდატი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ და მხარს დავუჭერთო. თქვენი აზრით გარისკავს ჩიჩილაკა და უარს იტყვის ხელოვნურ კრიზისზე ? თუ მაინც ვირტუალური მიბმა ურჩევნია გახარიების ნაცებთან?“ – წერს ირაკლი წულაია.
სენაკის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” გახარიას პარტიის მხადაჭერა ექნება. ამ შეთავაზების შესახებ ექპრემიერის გუნდის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
gtmedia.ge
კომენტარები