• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
11:33 02-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
297

გახარიასთან დაკავშირებით მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც გაბედა და ეს თქვა. გავიმეორებ ჩემს ნათქვამს, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით მე კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გვარამიას თქმით, გახარიასთან ერთადერთი შეკითხვა აქვს და ის უკავშირდება მომავალს, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, თუ ოპოზიცია.

„ალბათ გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მე მასაც და ყველა დანარჩენს ვთავაზობ, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, ჩვენ წარსულზე ლაპარაკით შეიძლება, მომავალი დავკარგოთ და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში. თუ წარსულის განსჯა, განქიქება და ერთმანეთის თრევა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილების, ჩვენი სამშობლოს წარმატებული, ევროპული მომავალი, კი ბატონო, დავკავდეთ ამით. მე არ ვაპირებ, ვისაც უნდა დაკავდეს ამით. მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს – რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ძალიან დაბალია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. ეს არის ჩემი შეკითხვა“,- განაცხადა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, გვარამიას შეფასებით, კვლევები აჩვენებს, რომ არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები, გაუგებარი განცხადებები და ძირითადად ოპოზიციაზე თავდასხმები გახარიას პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად აქცევს.

„ყველა კვლევა, რაც მინახავს, შიდა კვლევები, რომლებიც არ ქვეყნდება, რადგან კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაცული არ ყოფილა, აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ასევე ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები, ასევე, ჩემთვის გაუგებარი განცხადებები და ძირითადად ოპოზიციაზე თავდასხმები გახარიას პარტიას აქცევს 5-პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად. ასე თუ გაგრძელდა, დარჩება იქ, სადაც ახლა არის და ცუდია, რომ ეს ასე იყოს. ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის სასურველი სცენარი, რადგან გახარია ხმებს იღებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბიდან. თუ ის ასე გააგრძელებს, ჩააბრუნებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში თუ ხედავ“, – გვარამია პასუხობს: „ვხედავ, თუ ის ოპოზიციური პარტიაა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved