• რეკლამა
  • კონტაქტი
14:05, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას „პარლამენტში” შესვლის გადაწყვეტილებაში არაფერი მოულოდნელი არ არის – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
11:26 10-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
635

გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში” შესვლასთან დაკავშირებით და ბარემ დავწერ ორ სიტყვას, იქნებ დროზე გამოაღწიოს გარეთ, – ამის შესახებ ნათქვამია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ჯაფარიძე წერს, გახარიას გადაწყვეტილებაში არაფერი მოულოდნელი არ არის.

1. არაფერი მოულოდნელი ამ ნაბიჯში არ არის. ისედაც გასაგები იყო, რომ 4 ოქტომბრის რუსების ცირკში გაფარჩაკების შემდეგ, მხოლოდ ამაში დაინახავდნენ პარტიის „ხსნას”.

2. თუმცა სინამდვილეში, ეს არ იქნება არანაირი ხსნა. იქნება 12 სკამზე დახამებული ადამიანის მიერ გახარიას აწ უკვე წარსულში არსებული რეიტინგის ბოლო გამოყენება პირადი მიზნებისთვის. ამ ცირკის დასრულების შემდეგ ეგ ხალხი ზუსტად ისე გაქრება, როგორც გაქრნენ მეზვრიშვილი, ლილუაშვილი, ქემოკლიძე, დაუშვილი და სხვები, რომლებიც სანამ არსებობდა საპარლამენტო სკამის პერსპექტივა, აქეთ გვმოძღვრავდნენ და გვასწავლიდნენ – როგორ უნდა რეჟიმთან ბრძოლა. (სად არიან? მოიგეს? ტაიმაუტი აქვთ აღებული?)

3. არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ, როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი. შეიძლება, შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ.

შეიძლება, შეუშვან და სანამ რეჟიმის ეს პარლამენტად წოდებული ცირკი იარსებებს, შიგნით კენწლონ და აპარტახონ.

შეიძლება, შეუშვან, გაზაფხულზე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლით ვადამდელი ჩაატარონ და ეგრე გამოყარონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში.

ჩვენს ბრძოლაში ამით არსებითად არაფერი იცვლება.

ერთადერთი, ამ 25-ნომრიანი ბანერის წინ ჩატარებულ ყოველდღიურ, უშინაარსო და მხოლოდ მედიაში გამოჩენაზე გათვლილ ბრიფინგებს თუ არ დავუთმობთ ამდენ მედია ყურადღებას, უკეთესი იქნება ყველასთვის.

ასევე, „ცეცხლს დავანთებთ პარლამენტში” დამაკლდა…“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved