• რეკლამა
  • კონტაქტი
11:32, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გახარიას ახლა აქვს ისეთი რეიტინგი, როგორი ჰქონდა სააკაშვილს 2003 წელს, ხოლო ივანიშვილს – 2012-ში“

ალია ავტორი - ალია
19:01 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

„ალიას“ ესაუბრება, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა.

– გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩა და უკვე პარტიის შექმნას აპირებს. იქნება გახარია „ქართული ოცნების“  რეალური ოპოზიცია?  თუ  ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო დასაყრდენი და სატელიტი იქნება?

– ლელა კაკულია არ ვარ, გადაჭრით ვთქვა, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ რეალური ოპოზიცია იქნება ან არ იქნება. ამას მომავალი გვიჩვენებს. მე შემიძლია იმ საკითხზე ვისაუბრო, რაც ჩანს. ჩანს ის, რომ გახარიას რეიტინგი არის პიკზე. გახარიას რეიტინგი ცალკე აღებული, აღემატება „ქოცებისა“  და „ნაცების“  ჯამურ რეიტინგს. ამას მე ვგრძნობ ძალიან ადვილად. დავდივარ ხალხში, აპოლიტიკურ საზოგადოებაში და არავის არაფერი უკითხავს, არც სააკაშვილსა და არც ივანიშვილზე, ათიდან  ცხრა ადამიანი დღეს  კითხულობს, რას აპირებს გიორგი გახარია.  ეს იმ ტიპის გამონაკლისი რეიტინგია, რომელიც  ძალიან იშვიათად  ფიქსირდება, როგორი რეიტინგიც სააკაშვილს 2003  წელს ჰქონდა, ხოლო ივანიშვილს – 2012 წელს.  ეს არის ფაქტი. რაც შეეხება იმას, რომ არის თუ არა გახარია „ქართული ოცნების“ სატელიტი თუ მისი რეალური ოპოზიციაა,  მე როგორ ვამტკიცო ეს? ამის პირდაპირი მტკიცებულება არც ერთი და არც მეორე პოზიციის გასამყარებლად, ჯერ არ არსებობს. შეგვიძლია, თეორიიდან და ისტორიიდან გამომდინარე ვთქვათ, რომ ასეთი რეიტინგული პროექტები, ასეთი პოპულარული ლიდერები  მარიონეტები არ ხდებიან. თეორიულად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მაგრამ პრაქტიკაში, ასეთი რამ იშვითად გვხვდება. ივანიშვილზე ათჯერ მეტი რეიტინგი მაინც აქვს გახარიას და რატომ უნდა გახდეს მისი სატელიტი, საამისო რა გასჭირვებია? თუმცა, ეს ეჭვები თავად გახარიამ უნდა მოხსნას.

– შესაძლოა, გახარია გახდეს ის ლიდერი, ის მისაღები და კომპრომისული ვარიანტი ამერიკასა და რუსეთს შორის, წეღან რაზედაც ვსაუბრობდით?

– აბსოლუტურად შესაძლებელია. პირველ რიგში, ამ ორივე ქვეყანას სჭირდება რაციონალური ლიდერი. არც რუსოფობის მოსვლას დაუშვებს ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში საერთაშორისო სამყარო და არც პრორუსისას. ასეთ შემთხვევებში, აქ იქნება დიდი საერთაშორისო კონფლიქტი. გახარია არის ზუსტად ისეთი ლიდერი, რომელსაც, ჩემი აზრით,  შეუძლია, ოქროს შუალედის მოძებნა საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე, შიდა ურთიერთობებშიც. ფაქტია, რომ ის გაღიზიანება და ზიზღი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ჩვენი მთავრობის მიმართ, გახარიაზე პერსონალურად არასდროს გადადიოდა. შესაძლოა, პარადოქსია, მაგრამ არჩევნებში გახარიას „ქოცებიც“ აძლევდნენ ხმას და „ნაცებიც“.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: გიორგი გახარიაკახა კუკავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved