• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიამ გვთხოვა, დაცვით მოვალო… მერე ამ დაცვას იარაღით უნდოდა შემოსვლა…ჩხუბში ერთი კაციც საკმარისია, რომ ძირს დამცეს – რას იხსენებს თეა წულუკიანი?

ალია ავტორი - ალია
16:44 02-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503

თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა:

“ბატონო თავმჯდომარე, მე არ მახსოვს თქვენ გითხარით თუ არა, რომ ბატონმა გახარიამ სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა, ჩვენგან მოითხოვა, რომ ის თუ მოვიდოდა, მოვიდოდა მხოლოდ და მხოლოდ დაცვის თანხლებით. როდესაც მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება – თუ ადამიანს აქვს შიში თუ შფოთვა, მოვიდეს დაცვასთან ერთად, არ არის არავითარი პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე, ბატონი გიორგის ადგილას ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი, რაღაც ტიპის უხორცობასა და უშიშრობაზე. შემდეგ, როდესაც დაცვა მოვიდა, ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას და აქაც კითხვის ნიშანი მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით? ამიტომ, ბატონო გიორგი ჩემს გვარს სანამ ახსენებთ, ეს ვერ იქნება უფასო. ჩვენ, ეს დებატი, რომელიც მე და ბატონმა გახარიამ, რაზეც მე დიდი ეჭვი და ამბიცია მაქვს, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ, მოვიგეთ თუ წავაგეთ, ეს მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს, ვინც გვიმზერდა. კომისიამ დაადგინა და თქვენი პარტიის, თქვენზე უფრო გონიერმა ქალბატონებმა გამოითხოვეს ჩვენგან დასკვნები და არაერთი ეგზემპლარი გადავეცით. იმ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ბატონმა გახარიამ, თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, საქართველოს დაუკარგა ძალიან დიდი ტერიტორია, რომელმაც დღეს, ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთი აკონტროლებს. რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა. ეს არის ფაქტებზე დაფუძნებით, დასკვნაში წერია და წაიკითხეს. ამიტომ, მაშინ დებატი ვინ ვის მოუგო, ეს დასკვნაში წერია. მეორე მოსვლისას, ასევე იყო ერთი ვაი-ვიში, უშველებელი, მოვიდეს თუ არ მოვიდეს… ბოლოს მოვიდა, ოღონდ მისმა თანაშემწემ გვითხრა, რომ 5-6 კაცი მოჰყვებოდა. მე შეიძლება ცუდი რეპუტაცია მქონდეს ხასიათის და სხვა რაღაც მიდგომების, თუ პირდაპირობის გამო, მაგრამ თუ ხელჩართული ჩხუბი გაიმართება, იქ 5 კაცი არ მჭირდება, ერთი კაციც საკმარისია, რომ ძირს დამცეს. ამიტომ, ვისთან საჩხუბრად მოდიოდა, არ ვიცი. ბოლოს იმდენი ვქენით, დებატის შედეგი დადგა, რომ ეს ადამიანი ქვეყნიდან გავაქციე და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. მოდით ახლა დავსერიოზულდეთ, პირველ რიგში თქვენ და შემდეგზე, ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელთან მიბრძანდებით დაცვის და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც პოლიტიკაში გუშინ მოსულს, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება დებატში”

თეგები: გიორგი გახარიათეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved