• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია ვერ უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას,“ – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
13:49 10-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების  და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალს,“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ვერ დაადანაშაულებს მედიასა და ოპოზიციას ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და ვერც უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმა მოუტანა ქვეყანას. ვაშაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ აღარ მოუსმენენ პრემიერის ტყუილებს, ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების  და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს. 

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება აბსურდზე მეტია – ის მედიასა და ოპოზიციას ადანაშაულებს ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში  და კიდევ ერთხელ უარჰყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც მისმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. არცერთ სხვა ქვეყანაში ვერ გაექცეოდა დამნაშავე ასე იოლად ხელისუფლებას ნახევარი მილიონი დოლარით ხელში  და არცერთ სხვა ქვეყანაში არ დადის ყოველი სამი დამნაშავიდან ორი ასე თავისუფლად ქუჩებში, როგორც ეს საქართველოში ხდება. ეს „ნორმალურად“ითვლება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.  გასული 4 წლის განმავლობაში კრიმინალი გაორმაგდა ქვეყანაში. მხოლოდ შარშანდელი წელი რომ ავიღოთ, 40 000 დამნაშავე ვერ დაიჭირა ამ მთავრობამ. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, კანონის უზენაესობა კრიმინალურმა კანონებმა ჩაანაცვლეს. გახარიას მორიგი აბსურდული განცხადება რა იქნება? ისევ ოპოზიციას დაადანაშაულებს იმაში, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში?

მედიის ბრალია, რომ პენსიონერებს საჭმლისა და წამლის საყიდლად საბანკო სესხის აღება უწევს? „ქართული ოცნების“ პარტიის ყველაზე დიდ შემომწირველს სანტა კლაუსმა მისცა 45 მილიონი კორონა კრიზისის დროს გამარტივებული შესყიდვის წესით? შაბათს, არჩევნების შემდეგ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, მის ტყულებს აღარ მოვისმენთ. ჩვენ ჩავანაცვლებთ ამ ფულის-მკეთებლების გუნდს ჩვენი, საქმის-მკეთებლების გუნდით და შემდეგ ჩვენს თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას: ჩვენ დავალაგებთ ამ არეულდარეულობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. ჩვენ დავამარცხებთ სირარიბესა და კრიმინალს და ქვეყნის აღმშენებლობას დავიწყებთ. ცვლილებები ახლოს არის. ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების  და „ქართული ოცნების“ ტყუილების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს. ჩვენ ერთად ხელახლა ავაშენებთ საქართველოს.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved