• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, კვირა, 14 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გახარია რომ უტიფარი არ იყოს, ბოდიშს მოგვიხდიდა იმის გამო, რომ შიშმა აიტანა და პოლიტიკიდან წავიდოდა” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:50 09-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

,,ვუსმინე გახარიას ინტერვიუს და ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ ჩემი აზრი:

1. გახარია უბრალოდ გაიქცა. საცოდაობა იყო იმის ყურება, როგორ ცდილობს ეს შეფუთოს და რაღაც “სოლიდური“ სახელი დაარქვას, რომ აი რაღაც “ანალიტიკურ მივლინებაშია“ და გერმანიაში რაღაც ანალიტიკურ საქმიანობას მიჰყოფს ხელს. არადა უბრალოდ შეეშინდა და გაიქცა.

2. შიში არ არის დასაძრახი, ყველანი ადამიანები ვართ და მთელი ჩვენი ცხოვრება შიშებთან გამკლავებაა. ზოგს ვერევით, ზოგს ვერ. გაქვს უფლება ციხის გეშინოდეს და გარბოდე, მაგრამ მაშინ აი, იქვე უნდა დაამთავრო ინტერვიუ, სადაც ამბობ, რომ ვითომ გერმანიაში თავშესაფარი კი არ მიიღე, არამედ სამუშაო უფლება თუ რაღაც სტატუსი, და ბლაბლაბლაბლა, რომ თავისუფლად იანალიტიკოსო და იქიდან აწარმოო აქ საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა.

3. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ყველაფერს სახელი დაერქვას: რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტი და მოკავშირე დღეს შიშია. ყველაფერი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთეს, ყველა კანონი, ყველა დაჭერა შიშის დათესვას ემსახურებოდა. სინამდვილეში რეჟიმს ძალიან შეზღუდული რესურსები აქვს და მკაცრი ლიმიტები. თუ შიში ვერ დათესა და ჩვენ თვითონ არ დავეხმარეთ რეპრესიული მანქანის გაძლიერებაში, უბრალოდ ჩაფლავდება და ჩამთხლევდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიშს დამორჩილებულ ადამიანებს გაგებით მოვეკიდოთ, მაგრამ უბრალოდ დავივიწყოთ, გავრიყოთ ჩვენი დღისწესრიგიდან და არცერთ მათ სიტყვას აღარ დავუგდოთ ყური, არ ჩავთვალოთ ფასეულად, იმიტომ რომ მხოლოდ შიშის დაძლევით დავამარცხებთ ამ უბადრუკ რეჟიმს. და ამას მხოლოდ ის ხალხი გააკეთებს, ვინც შეძლებს შიშის დაძლევას. ამიტომ დანარჩენები არ უნდა გვაინტერესებდეს, უბრალოდ ფონური ხმაურია.

4. შესაბამისად გახარიას არცერთ სიტყვას, არცერთ მოსაზრებას რეჟიმზე, მის დამარცხებაზე, ოპოზიციონერ კოლეგებზე აღარ აქვს აზრი და ფასი, თუმცა მაინც უნდა ითქვას რამდენიმე რამ ცოტა ვრცლად:

გახარიას არანაირი უფლება არ აქვს აგდებით ილაპარაკოს იმ პოლიტიკოსებზე, ვინც ციხეში წავიდა სრულიად გააზრებულად, იმიტომ რომ რეჟიმს შიში არ აჩვენა (მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი მე არ მომწონს როგორც პოლიტიკოსი).

გახარიას არანაირი უფლება არ აქვს რაღაც პოლიტიკურ კონფიგურაციებზე, მომავალზე, არჩევნებზე, ბრძოლის გზებზე ილაპარაკოს, რადგან შიშის გარდა მეორე მოტივი, რაც მას ამოძრავებს ფულია. უტიფარი რომ არ იყოს, თავადვე შერცხვებოდა პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივებით იმის ახსნა, რაც სინამდვილეში მხოლოდ ფულის გამო გააკეთა: იმიტომ არ ჩახსნა სია, რომ დაფინანსება შეუწყდებოდა და ეს თვითონაც აღიარა. იფიქრა, რომ რაღაც შუალედურ უკანალის თამაშში გაძვრებოდა. მაგრამ ქოცი რისი ქოცია, რომ მისთვის სახე ბოლომდე არ აეხია: პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო დაფინანსება მის პარტიას მაინც შეუწყვიტა.

ამიტომ, ახლა, როცა ახალი თორმეტი წევრი შევა პარლამენტში ისინი სავარაუდოდ უფრო “კარგად მოიქცევიან“, ანუ სხდომებზე ივლიან, რომ პარტიას დაფინანსება აღუდგეს. ეს იქნება გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი მოტივი. არადა გუშინ ბაქიბუქებს შორის რაღაც სისულელეები ჩაახუჭუჭა და ჩვენ ახლა თავი უნდა ვიმტვრიოთ, ღმერთო ჩემო, ნეტავ რატომ შევა პარლამენტში, ნეტავ შევა თუ არა. მერე ვიკამათოთ, იყო ბოიკოტი სწორი გზა თუ არა. არადა სწორი გზა იყო, და ქოცებს სახე აეხათ ბოიკოტის გამო. და ახლა იმიტომ რომ გახარიას დაფინანსების აღდგენა უნდა, ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ ამაზე?

5. და ბოლოს, რას გვასწავლის გახარიას მაგალითი: როგორც კი ქოცთან უკანალის თამაშს იწყებ სახე გეხევა. როგორც კი შიშს დაემორჩილები, სულ გასაქცევად გექნება საქმე და ირბენ დაუსრულებლად, თან პერიოდულად ქოცი წაგეკაიფება კიდეც. როგორც კი ქოცის თამაშში არ შედიხარ და შიშს არ აჩვენებ, ქოცს ერხევა.

გახარია უტიფარი რომ არ იყოს, ბოდიშს მოუხდიდა იმ აქტივისტებს, ვინც ყველაფერი გვერდზე გადადო, ფინანსები, პირადი ცხოვრება, კომფორტი და პროტესტს სიცოცხლეს უნარჩუნებს, იმიტომ რომ მხოლოდ უწყვეტი პროტესტით და სითამამით დავამარცხებთ ამ ბაღლინჯოებს.

გახარია უტიფარი რომ არ იყოს, ბოდიშს მოუხდიდა ციხეში მყოფ კოლეგებს და ყველა პოლიტპატიმარს, რომლებიც სიმამაცის იშვიათ მაგალითს გვაჩვენებენ და შთაგვაგონებენ. ბოდიშს მოუხდიდა მათ მშობლებს, რომლებიც, როგორც ერთი, ისე გულშემატკივრობს ყველა პატიმარს და ერთი დღე არ დაუსვენიათ ისე არიან ჩართული პროცესში.

გახარია რომ უტიფარი არ იყოს, ბოდიშს მოგვიხდიდა იმის გამო, რომ შიშმა აიტანა და პოლიტიკიდან წავიდოდა.
მაგრამ უტიფარია და ამას არ გააკეთებს.

ამიტომ ჩვენ თვითონ დავივიწყოთ, დავტოვოთ თავის “გერმანულ ანალიტიკაში“ მარტო და ჩვენს საქმეს მივხედოთ.“

თეგები: გიორგი გახარიანინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved