• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია გვპასუხობდა… ღარიბაშვილი კომპლექსიანია, სულ ჰგონია, რომ ვიღაცა მტრულად უყურებს…” – თამარ იარაჯული

ალია ავტორი - ალია
23:24 01-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

2 დღის წინ უმძიმესი კადრები გავრცელდა, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ივანიშვილის რეზიდენციასთან, კლდიდან გადახტომას და თავის მოკვლას. თამუნა იარაჯული შშმ პირის დედაა. ის დიდი ხანია იბრძვის იმისთვის, რომ შშმ პირების პენსია 300 ლარი მაინც გახდეს და წამლები სადაზღვევო პაკეტში შევიდეს. ეს ის მინიმუმია, რაც უნარშეზღუდულ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლონ. რამდენიმე დღის წინ მის გაჭირვებას ისიც დაემატა, რომ თამუნა იარაჯულს გაზი ჩაუჭრეს და სამი შვილი სიცივეში დარჩა. ის დავალიანების გადავადებას, მისივე თქმით, მხოლოდ 8 დღით ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.

თამარ იარაჯული, “მთავარი არხის” ეთერში ამბობს:

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება და ეს არ არის გამოსავალი.

დიდი ხანია, საქართველოში ვზრდი შვილს რომელსაც აქვს სპეციალური საჭიროებები და ქვეყანაში არ არსებობს სერვისები, რომელიც მშობელს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. არც ვმალავ, რომ ჩვენი ემოციური მდგომარეობა, არის სხვაზე უფრო მნიშვნელოვნად მძიმე. მაგრამ, ზედიზედ ცუდი ფაქტები მოხდა, ერთი წამი ყოფილა ადამიანი, ერთ წამში, მეგონა ამით, ამ მკვლელ ხელისუფლებას დავამთავრებდი. მარტო ეს ვიფიქრე იმწუთას, მეტი არაფერი. ძალიან ბევრი წერილი მივწერე ჩვენ დღევანდელ პრემიერს, რომ რაღაცნაირად ეს პრობლემები მოეგვარებია – მე პირადად, ამ ხელისუფლებასთან თავიდან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდი და ვიქრობდი, რომ რაღაცნაირად ყველა ერთად ვიმოქმედებდით ამ ქვეყნისთვის.

პანდემია რაც დაიწყო ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, პირი, ზის სახლში, გაასმაგებულია ხარჯი. არაერთი წერილი მივწერე პრემიერს, ჯერ კიდევ გახარიას, ოღონდ გახარია გვწერდა პასუხებს და მან მიიღო კიდეც რამოდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც ამოვისუნთქეთ ცოტა მაინც… ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომელიც, არ ვიცი, ამ კაცს მართლა ჰგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაიდო ჯიბეში და ბიუჯეტი არის მარტო მისი სახლის, მისი ოჯახის ბიუჯეტი და ჩვენ არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში…

პირველად მივედი, შესასვლელიც არ ვიცოდი საით იყო, არასოდეს მქონდა იქ მისვლის მცდელობა. მივედი, მინდოდა ვინმე კონკრეტული პირი გამოსულიყო და მეთქვა ეს საკითხები, ესენია: პენსიების გაზრდა, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება – ჯანდაცვის საყოველთაო სადაზღვევო პაკეტი, რომელიც აუნაზღაურებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გამოკვლევას, მკურნალობას და მედიკამენტებს, რაც ყველა ცივილურ ქვეყანაში არსებობს და ჩვენ ქვეყანაში – არა, მესამე – ვინაიდან ასე გაიზარდა ტარიფები და რაც არ უნდა მოგვატყუონ, გაიზარდა, ფაქტია, ზამთრის თვეებში მაინც, ვიდრე ასეთი სიცივეები იქნება, არ შეეჩერებიათ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება. მან შემომითვალა ასეთი პასუხი, რომ თურმე, უნდა წერილობით მიმემართა… წერილები მქონდა გაგზავნილი, გასაჯაროება შემიძლია რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი…

მივხვდი, რომ ეს იყო ისევ ბარიერი… ძალიან კომპლექსიანი ადამიანია ზოგადად, სულ ჰგონია, რომ ვიღაცა მტრულად უყურებს, ჩემთვის გვარებს და სახელებს მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ღარიბაშვილი, საერთოდ არ მაინტერესებს, როდესაც ასეთი ქვეყნის პრემიერობა გსურს, როდესაც მოდიხარ და იცი, ღარიბი ქვეყნის პრემიერი უნდა იყო… ამის შემდეგ გადავწყვიტე ავსულიყავი ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

იმის ნაცვლად, რომ ვიღაცას რეაგირება მოეხდინა, სპეცრაზმი ამოგვიყვანეს იქ 4 ადამიანს, აქედან 2 ვიყავით ქალი. თეონა დაიღუპა წინა ღამეს გურიაში, იქ კიდევ ვიღაცა იღუპება, ათასობით ადამიანი მწერს, მიშველე, წამალი მაყიდინე და ამ დროს, მხვდება განლაგებული პოლიცია, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს და ვეკითხები, რას იცავთ აქ, ტერორისტები ვართ? პასუხი არის ასეთი – ეს ადგილი არის კერძო საკუთრება, ის ადგილი არის კერძო საკუთრება, გამოდის, სოლოლაკი არის კერძო საკუთრება. “

(ვიდეო) – “მიმიყვანეს სუს-ში… გიორგობიანმა და გომელაურმა უნდა აგოს პასუხი… გეტყვით, რატომ ვხტებოდი ივანიშვილის კლდიდან, მარტო გაზს არ ეხებოდა” – თამარ იარაჯული

თეგები: გიორგი გახარიათამარ იარაჯულიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved