• რეკლამა
  • კონტაქტი
01:06, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია გადადგა და… ნათქვამი შემიძლია ნებისმიერი ფიცის ქვეშ დავადასტურო” – მირიან ყარაულაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:03 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

მირიან ყარაულაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“- ალბათ, დამესევიან ეხლა და წამომაძახებენ – რატომ ადრე არ დაწერე, ეხლა რატომ გაიხსენეო!!!

იმიტომ არ დავწერე ადრე, რომ უბრალოდ ვერ გავთვალე და ვერ დავიჯერე, რომ ამათი ნაძირლობის დონე აქამდე მივიდოდა!!!

მოკლედ:

– ახლობლის შვილმა პოლიციაში მუშაობა ნაციონალების ხელსიუფლების დროს დაიწყო და “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითონვე წავიდა სისტემიდან ბიზნესში – ვერ შევეწყვე ახალ სიტუაციასო… გადავიდა ბიზნესში და იყო კმაყოფილი , როგორც მე ვიცოდი…

2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამოდენიმეჯერ მქონდა კონტაქტი და მიმახვედრა, რომ პოლიციაში დაბრუნებას აპირებდა …

აპირებდა, ოღონდ ეტყობა რაღაც შესაფერის მომენტს ელოდებოდა (ახლანდელი გადასახედიდან შემიძლია ეს დასკვნა გავაკეთო)…

იმ დროს გულწრფელად და მართლა მინდოდა დავხმარებოდი და გვქონდა ამის თაობაზე ერთხელ საუბარიც, “სივი”-ს მოგიტანო, მითხრა…

შემდეგ დაიკარგა , აღარ გამოჩნდა თვეების განმავლობაში…

… გახარია გადადგა, ახალი პრემიერი დაინიშნა და იმავე საღამოს მირეკავს – ნახვა მინდაო შენი… მოვიდა, ვისაუბრეთ; მეთქი, დაწყნარდეს სიტუაცია და ვნახოთ , იქნებ ვინმე დაგვეხმაროს შენი საკითხის გადაწყვეტაში მეთქი…

ზოგადი ფრაზების შემდეგ დარწმუნებული ტონით მითხრა:

– მე როგორც ვიცი, ამ დღეებში ნაციონალები მობრუნდებიან ხელისუფლებაში, მინისტრი ალბათ ხატია იქნება დეკანოიძე და ეგ კი მიცნობს კარგად, არ უნდა იყოს დიდი პრობლემა ჩემი საკითხის გადაჭრაო… თუ თქვენც მანამდე დამახმარებთ ორიოდე სიტყვას, კარგი იქნებაო…

ეს ნათქვამი კი გამიკვირდა ძალიან და სიცილით შევეპასუხე კიდევაც- აწი ეგენი რო დაბრუნდებიან, მანამდე კარგად ვიყოთ ყველანი მეთქი. არ მივაქციე ბოლომდე ყურადღება მის Nათქვამს, არაპროფესიონალი ყოფილი თანამშრომლის ნათქვამად ჩავთვალე…

არადა, მართალი უთქვამს კაცს – ელოდებოდნენ დაბრუნებას, ელოდებოდნენ და ხალხსაც ამზადებდნენ და ესეც იყო ალბათ იმ “ხალხის” სათვალავში…

… მალევე წავიდა, არ მოეწონა ალბათ ჩემი ლექსიკონი ნაციონალების ხსენებისგან ინსპირირებული…

პირველად ვყვები ეხლა ამ ამბავს ხმამაღლა… მხოლოდ ერთადერთხელ მოვყევი ჩემს უახლოეს ადამიანთან, გაკვირვებული ვუყვებოდი-ვერ გავიგე , რა უნდოდა ჩემგან მეთქი…

… ეს ორი დღეა გაჰყვირიან შინაურნი და გარეულნი – ირაკლი კობახიძემ საიდან მოიტანა ის ყველაფერი, რაც ბოლო ტელეინტერვიუში ილაპარაკა გახარიასა და მისი პარტნიორების გეგმებზეო!!!

ორი დღეა ეს ამბავი ამომიტივტივდა მეხსიერებაში – ინტერვიუს მოსმენისა და გონებაში გააზრების შემდეგ…

ეს ორი დღეა ვფიქრობ ამ ამბავზე და უფრო ნათლად და მძაფრად დავინახე, თუ რა უბედურებას გადავრჩით კიდევ ერთხელ თებერვლის თვეში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ვაფასებ იმ ხასიათის სიმტკიცეს, მდგრადობას, სამშობლოს სიყვარულსა და გაუტეხელობას, რაც იმ დღეებსა და შემდგომ პერიოდში გამოიჩინა ორმა ახალგაზრდა კაცმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ …

პ.ს.: ზემოთ ნათქვამი შემიძლია ნებისმიერი ფიცის ქვეშ დავადასტურო.”

თეგები: გიორგი გახარიამირიან ყარაულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved