• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიცანით ვინ არიან „დაზარალებულები“ და გაიგეთ სიმართლე მეგის ქარდავას შესახებ” – რას წერს თეა თუთბერიძე

ალია ავტორი - ალია
13:56 09-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
780

თეა თუთბერიძე:

“ვეცნობი მეგის ქარდავასთვის წაყენებული ბრალდებების ნაწილს და პირდაპირ გეტყვით, ამ ყველაფრისთვის არა მხოლოდ ღარიბაშვილი, წულუკიანი, (ივანიშვილი ალბათ გაასწრებს რუსეთში), გახარია და სხვა რუსული KGB-ეს დავალებების ხელისუფლებაში მყოფი შემსრულებლები აგებენ პასუხს ერთ ძალიან მშვენიერ დღეს, არამედ ინდივიდუალური საქმის პროკურორები და გამომძიებლებიც! ტყუილად ნურავინ ნურავის სახელით მისცემთ ამ ადამიანებს ხელშეუხებლობის გარანტიებს!

საქართველოს ე.წ. პროკურატურა მეგის ქარდავას რუსეთის დაკვეთით და რუსეთის პროკურატურასთან ერთად ერთობლივად უყენებენ ბრალს მოსკოვში გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე. ალბათ გაინტერესებთ თუ ვინ იყო რეალურად რომან დუმბაძე.

რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით სასჯელს იხდიდა საქართველოში. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსი გენერლის ბორისოვის მოთხოვნით ის ქართველ ტყვეებში გადაცვალა. რუსებმა ფოთში დატყვევებული 12 ქართველი სამხედროს გათავისუფლების სანაცვლოდ, რომან დუმბაძის გადაცემა მოითხოვეს. ამის გამო, ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა. დუმბაძე წაიყვანეს მოსკოვში რუსებმა როგორც თავიანთი ღირებული კადრი!

აი ამ სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული და მერე უკვე რუსების მოთხოვნით მათთვის გადაცემული რომან დუმბაძის რუსეთში მკვლელობისთვის უყენებს დღეს მეგის ქარდავას ბრალს ე.წ. საქართველოს პროკურატურა და იმუქრება რომ მას ამ საქმეზე უვადოს მიუსჯიან!

მე მეგის ქარდავასთან ამ თემაზე არ მისაუბრია და შესაბამისად მე არ ვიცი ეს საქმე (თუმცა ვგეგმავდი კი ყოველკვირეული საუბრების ჩაწერას მასთან). მაგრამ მოდით ახლა დაშვების დონეზე დავუშვათ რომ ეს მართლაც დაგეგმა და განახორციელა მეგის ქარდავამ. დაუშვით ხომ? ხო და ახლა ისიც დაუშვით და წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი მოსადს გაეკეთებინა ისრაელის სახელმწიფო ღალატში ბრალდებული მათივე გენერლის მიმართ ისრაელის მტერ სახელმწიფოში თავშეფარებულისთვის. მერე ახლა ისიც წარმოიდგინეთ რომ ისრაელის სახელმწიფო ამისთვის იჭერს იმ ძალოვანს ვინც ეს დაგეგმა. ეს ვეღარ წარმოიდგინეთ ხომ?! ხო და ის რაც თქვენ წარმოიდგინითაც კი ვერ წარმოიდგინეთ მომხდარიყო ისრაელში, ეგ რეალობა გაქვთ მოღალატეების წყალობით საქართველოში. თქვენ კი ბრძენო ქართველო ერო, რეაქცია გაქვთ ნული ხელისუფლების ამ მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ და კიდევ უარესი, აბსოლუტურად საპირისპირო იმისა რაც რეალურად უნდა გქონდეთ!!! იმიტომაც არის სახელმწიფო ისრაელი და იმიტომაც გაქვთ თქვენ ქვეყნის მაგივრად ყანა და იძირებით ყოველ დღიურად განუვითარებლობის ჭაობში!

ახლა კი გაიცანით რეალურად ვინ არიან მეგის ქარდავას სხვა „დაზარალებულები“.

1. დავით ლონდარიძე – რუსეთის ოფიციალური ჯაშუში. საქართველოს თავდაცვის სამინსტროს დაზვერვის ოფიცერი. ე.წ. „დაკონსერვებული აგენტი“. ის აამოქმედეს რუსებმა, როცა ქართული სპეცსამსახურების მიერ გატარებული კონტრ-სადაზვერვო სამუშაოების შედეგად მათთვის გართულდა სადაზვერვო მონაცემების მოპოვება. ედუარდ ტომაშუკი, ბელორუსიის მოქალაქე და რუსეთის ჯაშუში ლონდარიძის დახმარებით აღმოჩენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ ობიექტებზე. მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დანიშნულების წერტილებს გადაუღო ფოტოები. შემდგომში იგი ხვდება რუსეთის ჯაშუშ დავით ლონდარიძეს და ეს უკანასკნელი მას დამატებით გადასცემს სხვა სადაზვერვო მონაცემებს.

2. სერგეი ჩაპლიგინი – რუსეთის ჯაშუში. თადარიგის ოფიცერი. 1990-იან წლებამდე თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო სასწავლებელში “ტაუ”-ში კურსანტებს ასწავლიდა. აგრეთვე რუსეთში, როსტოვში, ოფიცერთა სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. როდესაც საჭირო წლები და გამოცდილება დააგროვა, ჩაპლიგინი საქართველოში დაბრუნდა. ჯაშუში ლონდარიძე და ჩაპლიგინი ერთმანეთს საარტილერიო სასწავლებლიდან იცნობდნენ. ჯაშუშმა ტომაშუკმა ჩაპლიგინს ლონდარიძესთან „დაკავშირება სთხოვა“. ამ გზით შეხვდა და დაუკავშირდა ედუარდ ტომაშუკი (ბელორუსიის მოქალაქე და რუსეთის ჯაშუში) დავით ლონდარიძეს.

3. ელდარ ქობალია – რუსების სპეცსამსახურბის დაკვეთით მომუშავე ტერორისტი წარმოშობით ოკუპირებული გალიდან, რომელიც ასევე არის რუსეთის დაზვერვის მოქმედი თანამშრომლის ცოლის ძმა. გალელი ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ოკუპანტების, კერძოდ, რუსი მაიორის, ევგენი(ჟენია) ბორისოვის მითითებით. ერთ-ერთი აფეთქებისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, ლეიბორისტული პარტიის წევრი, 58 წლის ნინა გორდეზიანი.

4. გია გორელაშვილი – რუსეთის ჯაშუში. ზედმეტი სახელი „რადიომოყვარული“. იგი სადაზვერვო მონაცემებს გადასცემდა რუს ოკუპანტებს რადიო დანადგარის მეშვებოთ, რომლითაც „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს უკავშირდებოდა“- როგორც თავად წამოცდა კიდეც სასამართლო პროცესზე.

5. სერგო თეთრაძე – რუსების ჯაშუში (არაფერი საწინააღმდეგო არაქართულ გვართან არ მაქვს, მაგრამ თეთრაძის გვარი მინასიანი გახლდათ). მან გვარის შეცვლის შემდეგ სხვადასხვა გამოგონილი ლეგენდების დახმარებით შეაღწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მუშაობდა დაზვერვის ოფიცრად. როგორც მოგვინებით გაირკვა ის სადაზვერვო მონაცემებს გადასცემდა რუს ოკუპანტებს და იყო რუსეთის ოფიციალური ჯაშუში საქართველოში.

6. არქანია (სახელი აღარ მხსოვს)- არა მხოლოდ ტერორისტი და რუსების სპეცსამსახურბის დაკვეთით მომუშავე, არამედ ასევე რძლის გამაუპატიურებელი, რომელსაც მამამისმა თავად დაახალა ტყვია და მერე გალში იმალებოდა!

7. ბელა როგავა – ტაქსისტების ზუგდიდის რაიონიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამტაცებელი. ბელა როგავას ტაქსის მძღოლები მოტყუებით გადაჰყავდა გალში, ოუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ის მათ მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფ აფხაზ კრიმინალს ახვედრებდა, აჰყავდათ ეს ტაქსის მძღოლები მძევლად და ოჯახის წევრებისგან გამოსასყიდებს ითხოვდნენ. როგავამ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები ქართული ოცნების მოსავლის შემდგომა სასამართლო პროცესებზედაც აღიარა, თუმცა ის რა ჩვენებებს იძლევა მეგის ქარდავას წინააღმდეგ ამაზე აუცილებლად ცალკე უნდა დავწერო უახლოეს მომავალში და დავურთო გარკვეული მტკიცებულებები.

8. გიორგი ჩიკვატია – რუსეთის ჯაშუში. წარსულში ნასამართლევი ქურდობაზე, აგრეთვე ციხიდან გაქცევაზე. მცხოვრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში. რუსი ოკუპანტების დავალებით ზუგდიდის რაიონში განთავსებულ ქართულ სამხედრო ბაზას უღებდა ვიდეოს, ასევე აგროვებდა სხვა სადაზვერვო მონაცემებს.

9. მერაბ ყოლბაია „კოჭოია“ – ტერორისტი, რუსების სპეცსამსახურბის დაკვეთით მომუშავე.

10. ელბერტ კობერიძე – რუსეთის ჯაშუში. ასევე მცხოვრები გალის რაიონში.

11. პლატონ მამარდაშვილი – კანონიერი ქურდი

12. ზურაბ ვიბლიანი – კრიმინალური ავტორიტეტი

13. ლევან ცინდელიანი – კრიმინალური ავტორიტეტი

14. გიორგი ავალიანი – კრიმინალური ავტორიტეტი

15. დავით ლექვთაძე – კრიმინალური ავტორიტეტი, ოთხი ყაჩაღობა, ხუთი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, ერთი ტრანსპორტის გატაცება, ერთი ქურდობა, ორი ნარკოტიკული საშუალების შეძენა.

16. მიხეილ მანდარია – კრიმნალური ავტორიტეტი. ორი ყაჩაღობა, ერთი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ერთი ქურდობა.

17. ბერდია მესხი – კრიმინალური ავტორიტეტი. ერთი ყაჩაღობა, ორი ქურდობა.

18. მამუკა ბეჭვაია – კრიმინალური ავტორიტეტი: ერთი ყაჩაღობა, ორი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-მოხმარება, ერთი ქურდობა.

19. ვალერიან პაპავა: ერთი ყაჩაღობა

20. გია გორგაძე: ერთი ქურდობა, ერთი ქურდობის მცდელობა, ორი ციხიდან გაქცევა.

მეგობრებო, ეს არის არასრული ჩამონათვალი მეგის ქარდავასგან ე.წ. დაზარალებულებისა! პროკურატურას 11 მათგანზე უკვე წაყენებული აქვს ბრალი მეგის ქარდავასთვის, დანარჩენებზე აწინ აპირებს რომ წაუყენოს.

ხო და უყურეთ ახლა მანდ თუ როგორ ასამართლებენ მაგ ადამიანს ე.წ. საქართველოს პროკურატურა, რუსების ჯაშუშები და კრიმინალები და თან პარალელურ რეჟიმში აკაკუნეთ კლავიატურაზე და წერეთ მოთქმის სტატუსები, თუ როგორ გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე (აქვე ცნობისთვის, იმ ე.წ. სისხლიანი 9 წლის განმავლობაში თუ გაიტაცებდნენ რასაც მიიღებდნენ კი იცოდნენ და იღებდნენ კიდეც), თუ როგორ ჩაცხრილეს ვიღაც სადარბაზისთან და ა.შ. და ა.შ.”

თეგები: თეა თუთბერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved