• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიცანი თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ გამარჯვებულები

ალია ავტორი - ალია
12:34 04-02-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ მე-5 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია.

პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა – გვანცა ხახიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა – ლუკა სოფრომაძემ, მეორე საპრიზო ადგილი კი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)სტუდენტმა – ელენე ბეჟანიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა – გიგი მიშელაძემდაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო – S&P 500-ის ფონდი გადაეცათ.

პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 22 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 215 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის განმავლობაში, სხვადასხვა დავალებაზე იმუშავეს.  ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.

„პროექტის ფინალში, სულ რაღაც 4 საათში უნდა მოგვეხერხებინა მე და ჩემს მეწყვილეს ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის უნარებისა და ძლიერი მხარეების გაგება, დავალებების სწორად განაწილება და შესრულება. გამარჯვებისგან შორს არ ვიყავით, თუმცა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა შედეგი“, – გვანცა ხახიაშვილი, პროექტის გამარჯვებული.

“უნივერსიტეტში ჩაბარებიდან, მალევე გავიგე თიბისი კემპის შესახებ. მახსოვს, როგორ ელოდებოდნენ უფროსკურსელები მის დაწყებას. პროექტმა შესაძლებლობა მომცა, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მზად ვიყავი საინვესტიციო სფეროს მიმართულებით ნაბიჯი გადამედგა. ყველაზე საინტერესო და ყველაზე დიდი გამოწვევაც ფინალური ეტაპი იყო. 4 საათში ჩვენ არამარტო პრეზენტირებისა და ანალიტიკის, არამედ გუნდურობის, დროის განაწილების და სხვა უამრავი უნარიც უნდა გამოგვეჩინა”, – ლუკა სოფრომაძე, პროექტის გამარჯვებული.

“რაც ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სულ მინდოდა, ჩემი ძალები საინვესტიციო სფეროში მომესინჯა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ახლა ვითარდება, არ მეგონა, რომ ამ მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას ვიპოვიდი. კემპში ყველაზე საინტერესო რეალურ და აქტუალურ ქეისებზე დაფუძნებული დავალებები იყო. მუშაობის პროცესში უამრავი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაანალიზება გვიწევდა, რამაც საშუალება მოგვცა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა და ჩვენი უნარები გამოგვეცადა”, – ელენე ბეჟანიძე, პროექტის გამარჯვებული.

„სფეროს დინამიკურობიდან გამომდინარე, საინვესტიციო საბანკო საქმიანობით და ფინანსებით, დიდი ხანია დაინტერესებული ვარ. თიბისი კემპმა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება მომცა. ყველაზე საინტერესოდ ფინალური ეტაპი მახსენდება, სადაც მთავარი ამოცანა 4 საათში უცხო ადამიანთან სინერგიის პოვნა და ისეთი გუნდის შექმნა იყო, რომელიც დამაჯერებლად წარადგენდა პრეზენტაციას”, – გიგი მიშელაძე, პროექტის გამარჯვებული.

„კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved