• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაირკვა, რომ რვა წლის გიგის ოჯახს, სახელმწიფომ ახლახან გადასცა სამოთახიანი ბინა ზუგდიდში – თბილისის მერია

ალია ავტორი - ალია
16:09 12-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს:

„ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარებს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს. არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, მათ შორის, რვა წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ მიწაზე აქვს განთავსებული უკანონო ნაგებობა. ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესთა დამცველების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები სარგებლობენ დევნილის სტატუსით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტომ მოიკვლია დამატებითი ინფორმაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სულ ახლახან, სახელმწიფომ მათ საკუთრებაში გადასცა სამოთახიანი ბინა ზუგდიდში.

თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე. ძირითად შემთხვევაში, ამ უკანონობის უკან დგანან მოქალაქეები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ თავზე ჭერი დედაქალაქსა თუ რეგიონებში და ისინი არ არიან უსახლკაროები.

თქვენ იცით, რომ წინა კვირას გავაკეთეთ განცხადება სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებზე და მოვუწოდეთ სამართალდამრღვევ პირებს 4 დღის ვადაში განახორციელონ დემონტაჟი. უკვე გამოგვეხმაურა რამდენიმე პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი. ჩვენი მხრივ, რასაკვირველია, დაწყებულია მოკვლევა კანონდარღვევის ფაქტებზე და გამოვლენილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სარგებლობენ დევნილის სტატუსით, შესაბამისად, მათ აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული ქონება საკუთრებაში.

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი 2019 წელს, სახელმწიფოსგან, „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა.

მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქ.თბილისში, შუამთის ქუჩაზე.

დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს: მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს არანაირ საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, აღმაშენებელის ქუჩაზე, 1148კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში.

მოქალაქე ზ.ტ რეგისტრირებული თბილისში, სოფელ შინდისში, უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

რასაკვირველია, ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმ კანონდამრღვევთა შესახებ, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო მიწებს და უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე გვექნება მკაცრი რეაგირება“

თეგები: აფრიკის დასახლებათბილისის მერიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved