• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიმართება თუ არა 17 მაისს თბილისში “ღირსების მარში”?

ალია ავტორი - ალია
18:48 04-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„პრაიმტაიმი“ Tbilisi Pride-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს დაუკავშირდა კითხვით, რა სახით აპირებენ 17 მაისს მარშის ჩატარებას:

„იმის მიხედვით, რომ გეგმები სხვანაირი გვქონდა ცხადია, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მოგვიწია ადაპტირება. აქტივობებს, რომელიც ადამიანების შეკრებას გულისხმობს საჯარო სივრცეში, არ ვაპირებთ.

თუმცა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ვადაპტირდეთ არსებულ სიტუაციასთან და განვაგრძოთ მუშაობა ონლაინ რეჟიმში.

იმის შესახებ, თუ რა ტიპის აქტივობებს გავაკეთებთ, ეტაპობრივად დავდებთ ჩვენს სოციალურ ქსელებში. მაგრამ ისე, რომ საჯარო შეკრების და მანიფესტაციის უფლებით ვისარგებლოთ არ ვაპირებთ ამ ვითარებაში, არც 17 მაისს და არც „თბილისი პრაიდის“ დროს“, – ამბობს გიორგი თაბაგარი.

თაბაგარი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ღირსების მარში შესაძლოა ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობითაც კი ჩატარდეს.

მისივე თქმით ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს.

„მიდის კონსულტაციები, თუმცა ამაზე უახლოეს დღეებში გავავრცელებთ ინფორმაციას, ამ ეტაპზე ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

ვმსჯელობთ და ვფიქრობთ, რა მეთოდი მოვიფიქროთ, რომელიც ჩაანაცვლებს მანამდე აქტივობებს ყველაზე უკეთ. ვგეგმავთ პარტიზანული შინაარსის აქტივობებს.

ძირითადი ნაწილი ყველაფრის იქნება ონლაინ, რადგან გადაადგილება შეზღუდული გვაქვს და ვერ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც კანონსაწინააღმდეგო იქნება.

შესაძლოა იყოს ასევე პროექტული აქტივობები, რომელიც შესაძლოა ასევე ონლაინ ჩავატაროთ.

ასევე კონკრეტულ ქუჩაზე სტენსილის გაკეთება. ამ კვირაში გადაწყდება ყველაფერი“

ცნობისთვის, 17 მაისს, როდესაც მსოფლიოში ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, საქართველოში სასულიერო პირები და მრევლი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს.

გასულ წელს, დაპირისპირების გამო ვერ მოახერხეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აღლუმის ჩატარებ და აქცია 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved