რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი საქართველოში – აღნიშNულ საკითხს საკოორდინაციო საბჭო დღეს განიხილავს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, სწავლის პროცესის სასკოლო ოთახებში განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ამისთვის საჭიროა ეპიდსიტუაციის დასტაბილურება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და შესაბამისად, საკლასო ოთახებში სწავლის გასაგრძელებლად ეპიდვითარებასთან ერთად, გასათვალისწინებელია ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობა, რაც გადაწყვეტილების მიღებაზე მოახდენს გავლენას.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწავლის განახლებას სასკოლო გარემოში ემხრობიან.
მათი განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს.
კომენტარები