• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაიხსნება თუ არა სეზონი ზამთრის კურორტებზე – „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ განმარტება

ალია ავტორი - ალია
11:57 11-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

გაიხსნება თუ არა სეზონი ზამთრის კურორტებზე და როდის, კლიმატურ პირობებსა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ ზამთრის სეზონის გახსნის თარიღთან დაკავშირებით განუცხადეს.

კითხვაზე, რამდენად მომზადებულია ზამთრის კურორტები სეზონისთვის, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დასრულდა, ამასთან, კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი აღიჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით და მომზადდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

„ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა. თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, შესაბამისად, საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე საათში 5400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. საბაგიროები არის ინოვაციური, უახლესი მოდელი მთელს რეგიონში, მიწისქვეშა ფარეხებით. საბაგიროების მშენებლობა პანდემიის მიუხედავად რეკორდულ დროში დასრულდა.

უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება გუდაურში. ეს არის კობი-გუდაურის სათხილამურო არეალის აღჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას. პროექტს „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ახორციელებს ევროპელ პარტნიორებთან TAS by MND, Stem და Wucher Helicopter-თან ერთად. ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოში დაინერგა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებული მეთოდები ზვავების ეფექტური მართვის, როგორიცაა GAZEX, DaisyBell და Secubex. პირველად ამიერკავკასიაში შესაძლებელია ზვავების ხელოვნურად გამოწვევა და მათი მართვა ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო სისტემებით. 2020-2021 და 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე კობი-გუდაურის სასრიალო არეალზე ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვასა და ზვავების რისკის მონიტორინგს განახორციელებს კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, PIDA-თი გაწერილი და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხოლო 2022 წლის შემდგომ ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მართვას გადმოიბარებს მთის კურორტების განვითარების კომპანია.

გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილად მუშაობას. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა 96 000 ტონაა. ვიმედოვნებთ, რომ ნალექის სიმცირის გამო დამსვენებლებს დისკომფორტი აღარ შეექმნებათ.

რაც შეეხება სეზონის გახსნას, ეს დამოკიდებულია, როგორც ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე (თოვლი), ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved