რატომ გაძვირდა საწვავის ფასი – ფინანსთა მინისტრი დღეს დედაქალაქის მცხოვრებლების კითხვებს უპასუხებს. საკონსულტაციო ჯგუფი ხელისუფლებას რამდენიმე საათში შეხვდება.
დაკმაყოფილდება თუ არა აქციის მონაწილეების სურვილი და გაიაფდება თუ არა საწვავი – შეხვედრაზეა დამოკიდებული.
შსს-ს ცნობით, გუშინ საწვავის ფასის მატებასთან დაკავშირებულ პროტესტს 20 ადამიანის დაკავება მოჰყვა. აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დაკავებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებმა მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და ესტაკადები ჩაკეტეს.
კომენტარები