• რეკლამა
  • კონტაქტი
21:57, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაგრის სოფელი ანექსირებულია – სოფლის ზედამხედველი კრასნოდარის ოლქის გამგებელი გახდა – DRI

ალია ავტორი - ალია
15:49 06-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ოფიციალურად გაიფორმა.

ორგანიზაცია წერს, რომ ტერიტორია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილადაა მონიშნული. 

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა”, – წერია განცხადებაში.

DRI-ის ინფორმაციით, აიბღას ანექსირების სურვილი რუსეთმა პირველად 2001 წელს, იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან გააჟღერა, ფაქტობრივი ანექსია 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებით მოახერხა. 

ორგანიზაცია წერს, რომ 2021 წლის მაისში გამგებლის დანიშვნა აღნიშნულის მაუწყებელია.

“სოფლის ანექსიას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი – პირველი ფაქტორი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და სოფელში ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რასაც აფხაზეთი, საკუთარი მწირი და რუსეთზე დამოკიდებული ბიუჯეტით ვერ აღმოფხვრიდა. […] მეორე, აიბღაში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსია. ეს გარემოება, რუსეთის ფედერაციამ ამჯერადაც წარმატებით გამოიყენა სოფლის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიისთვის”, – წერია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ნაწილის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიის შესახებ.

DRI წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

თეგები: ოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved