• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაეცანი უპირატესობებს, რომლითაც თიბისელები სარგებლობენ

ალია ავტორი - ალია
13:13 03-13-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით და თანამშრომლებისთვის მრავალფეროვანი უპირატესობების შეთავაზებით. ამ გუნდში დასაქმებულ ადამიანს დასვენების, განტვირთვის თუ სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის აქვთ. 

 

ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება თიბისელების გუნდის კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, თიბისელები თვითგანვითარებისთვის არაერთი შიდა შესაძლებლობით სარგებლობენ – როგორიცაა, პლატფორმა თიბისი აკადემია, რომელიც აერთიანებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსებს. თიბისი აკადემია თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმავონ კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით ან შეისწავლონ ახალი პროფესია და შეიცვალონ კარიერის გეზი თიბისიშივე, რასაც არაერთი თიბისელის მაგალითი გვაჩვენებს. 

 

თიბისისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული და არასტანდარტული ჯანმრთელობის შეთავაზებების გარდა, თიბისელებს დაოჯახებისას და შვილის შეძენისას დამატებითი უპირატესობები აქვთ. ასევე, მრავალშვილიანები – უკვე ბევრი წელია თიბისისთვის განსაკუთრებული პროექტია: თიბისელს, რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავს მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მათ დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.  

 

თიბისელები, ასევე, ანაზღაურებადი 24 შვებულების დღით სარგებლობენ და კვარტალში დამატებით ანაზღაურებადი 1 თავისუფალი დღის აღება შეუძლიათ, მხოლოდ მენეჯერთან შეთანხმებით. პროექტ „მრავალშვილიანების“ ფარგლებში კი -  მრავალშვილიან თიბისელებს დამატებით 2 თავისუფალი დღის აღების შესაძლებლობა აქვთ. თიბისი, 6 თვე ანაზღაურებად დეკრეტს როგორც დედას, ისე – მამას სთავაზობს და ამ უპირატესობით არაერთ თიბისელ მამასაც უსარგებლია.  

თიბისელები პარტნიორ კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ. ფასდაკლებები მოიცავს დასვენების, განათლების, მაღაზიებისა თუ კვების ობიექტების შეთავაზებებს. ხშირად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი შეხვედრები, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესო ხდის. საახალწლო წვეულებები, ინტელექტუალური თამაშები, ფეხბურთის, რაგბის, ჭადრაკის ჩემპიონატები, წიგნის ფესტივალი, თამაშების ფესტივალი, კინოჩვენებები – ეს იმ ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია, რასაც თიბისი თანამშრომლებისთვის მუდამ გეგმავს. 

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაცმრავალმხრივი შესაძლებლობები და ბენეფიტები, მეგობრული განწყობა, მრავალფეროვანი სამუშაო გარემო,  შემოქმედობითობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა პრიორიტეტულია,  შეუერთდი თიბისის გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი.   

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved