• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილია – “მას აქვს ქვეყნის მართვის გამოცდილება”

ალია ავტორი - ალია
14:49 09-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ოპოზიციურმა გაერთიანება “ძალა ერთობაშიამ” საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ – პოლიტიკურმა საბჭომ და გაერთიანებულ ოპოზიცია – ძალა ერთობაშიაში შემავალმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დავასახელოთ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

იმისთვის რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად უნდა გავიხსენოთ, მიხეილ სააკაშვილი იყო იმ გუნდის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ჩამოშლილი ქვეყანა ერთხელ უკვე აქცია სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ, შექმნა გამართული და ეფექტიანი სახელმწიფი ინსტიტუტები, დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი. ყველას გვახსოვს როგორი იყო საქართველო 2003 წელს და როგორი გახდა ის 2012 წელს, როდესაც პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა

მიხეილ სააკაშვილის რესურსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ამ რთული ვითარებიდან გამოსაყვანად.

მას აქვს ქვეყნის მართვისა და მოქალაქეებისათვის აუცილებელი რეფორმების უდიდესი გამოცდილება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანა უკრაინაში.

მას აქვს საერთაშორისო პოლიტიკური და ბიზნეს საზოგადოების დიდი აღიარება, რაც საქართველოს მიმართ საერთაშირისო მხარდაჭერას გაათმაგებს, გახსნის მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს, რაც ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია გაჩერებული ეკონომიკის ასამუშავებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, რაც აღიარებულია საერთაშორისო დასკვნებითა და ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებით. მას უსამართლოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და შესაბამისად მას საქართველოს პოლიტიკაში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს.

თუ გინდათ წარმატებული საქართველო, დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი ჯარი, დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები, ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას და მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

დღეს, საღამოს 9 სთ-ზე, მიხელ სააკაშვილი თავად ისაუბრებს მის გეგმებსა და ხედვებზე, როგორ გადავლახოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება და საქართველო განვითარებისა და წარმატების გზაზე დავაყენოთ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved