• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას

ალია ავტორი - ალია
11:44 06-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

გაეროს უშიშროების საბჭომ 10 ივნისს მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ განსაზღვრულ გეგმას ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში – და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის წევრებს მოუწოდა გეგმას დათანხმდნენ, რათა დასრულდეს რვა თვის განმავლობაში მიმდინარე ომი.

ჰამასი მიესალმა აშშ-ის მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტს და განაცხადა, რომ მზადაა შუამავლებთან ითანამშრომლოს, რათა დაინერგოს გეგმის პრინციპები, “რომლებიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს ხალხთან და წინააღმდეგობასთან”.

რუსეთმა თავი შეიკავა კენჭისყრისგან, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს სამი ფაზისგან შემდგარ გეგმას ცეცხლის შესაწყვეტად. ეს გეგმა ბაიდენმა 31 მაისს წარმოადგინა და ის ისრაელის ინიციატივად მოიხსენია.

“დღეს ჩვენ მშვიდობას მივეცით ხმა” – უთხრა უშიშროების საბჭოს გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა კენჭისყრის შემდეგ.

რეზოლუცია მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, აცხადებს, რომ ისრაელი მას დათანხმდა და ჰამასს დათანხმებისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია “ორივე მხარეს სთხოვს სრულად დანერგონ მისი პირობები, დაყოვნების და პირობების გარეშე”.

ამასთან, რეზოლუცია დეტალურად ხსნის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას და აცხადებს – “თუკი მოლაპარაკება პირველ ფაზაში ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტა მაინც იმოქმედებს, მანამ, სანამ მოლაპარაკება გაგრძელდება”.

თუმცა, მოსკოვმა განაცხადა, რომ გეგმა არ იყო საკმარისად დეტალური – გაეროში რუსეთის ელჩმა, ვალერი ნებენზიამ იკითხა, თუ მაინც რას დათანხმდა ისრაელი და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ ხელი არ უნდა მოაწეროს “ბუნდოვანი პარამეტრების” შეთანხმებებს.

უშიშროების საბჭომ მარტში მოითხოვა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და ჰამასის მხრიდან ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლება.

აშშ-დან, ეგვიპტიდან და კატარიდან შუამავლები თვეებია ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ჰამასი აცხადებს, რომ სურს ღაზაში ომის სამუდამო დასრულება და იქიდან ისრაელის ძალების გასვლა.

ისრაელი სამაგიერო ომს აწარმოებს ღაზის მმართველი ჰამასის წინააღმდეგ, რომლის წევრებმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანეს იერიში. ისრაელის მონაცემებით, ამ თავდასხმისას დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, ჰამასმა 250-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა. ღაზაში ტყვეობაში რჩება 100-ზე მეტი მძევალი.

ისრაელმა დაიწყო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევა ღაზაზე, რასაც, ღაზის ჯანდაცვის მესვეურების მონაცემებით, ემსხვერპლა 37 000-ზე მეტი პალესტინელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved