• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:40 03-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებები.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს, მის მიერ მხარდაჭერილი ან კონტროლირებადი ნებისმიერი სამხედრო ან არარეგულარულმა შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა, ასევე, სხვა ორგანიზაციებმა და პირებმა, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის კონტროლის, ხელმძღვანელობის ან გავლენის ქვეშ, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან და უზრუნველყოს, არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება დაამძიმოს ან უფრო რთული გადასაწყვეტი გახადოს არსებული დავა.

საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ ღონისძიებები უკრაინის მიმართვის საფუძველზე გამოიტანა, რომელიც სწორედ მითითებულ პირობებს აყენებდა.

ICJ-ის მიერ დროებითი ღონისძიების გამოტანის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:

“უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ICJ-მ მას უბრძანა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა. ეს რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლირებას გამოიწვევს”.

თეგები: გაერორუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved