• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი (UNICRI): საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით

ალია ავტორი - ალია
13:35 04-30-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი (UNICRI), საქართველოში უკანონო ფინანსურ ნაკადებთან დაკავშირებით, კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და არაკანონიერი ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც რეგიონისთვის დადებით მაგალითს წარმოადგენს. კვლევაში გაცნობიერებულია ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანას კვლავ უწევს გარკვეულ დანაშაულთან გამკლავება. კვლევის თანახმად, საქართველოში ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობა ქურდობას, თაღლითობას, კიბერდანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ქონებრივ და ფინანსურ დანაშაულს მოიცავს.

კვლევა შეიცავს რეკომენდაციებს არაკანონიერი ფინანსური აქტივების მოძიებისა და ჩამორთმევის მექანიზმის გაუმჯობესების საკითხებზე.

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი, აღნიშნულ ანგარიშში, საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გამო მადლობას უხდის.

კვლევაში ასევე საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

UNICRI-ის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულს ადასტურებს მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მიეკუთვნება ევროპაში საუკეთესო ქვეყნების რიგს. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხითაც, არამხოლოდ საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების, არამედ სისტემურ დონეზე, რამაც ხელი შეუწყო საჯარო მოხელეებზე, სამართალდამცავებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კრიმინალური ქსელის გავლენის თავიდან აცილებას.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ არსებობს ამ სფეროში ეფექტურობის გაძლიერების საჭიროება.

UNICRI ასევე აღნიშნავს, ანგარიშის მომზადებისას საქართველოს პროკურატურის დადებით როლს გამოცდილების გაზიარებისა და სასარგებლო უკუკავშირის მიღების კუთხით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადებთან ბრძოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და აჩვენა თავისი ერთგულება რეფორმებისადმი.

საქართველოს პროკურატურისთვის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურატურა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და UNICRI-ის კვლევაში ასახულ შესაბამის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

UNICRI-ის კვლევაში, ასევე საუბარია ქვეყნის მიერ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე.

ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულისა და არაკანონიერი ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებელი კომპონენტია. საქართველომ აჩვენა მზაობა ამ საერთაშორისო კოორდინაციის მიმართ. როგორც კვლევაშია ხაზგასმული, ქვეყანას აქვს მყარი საკანონმდებლო და პროცედურული ჩარჩო, უცხოელ პარტნიორებთან ინფორმაციის სრულყოფილად, პროაქტიულად და დროულად გაცვლისთვის. საქართველოს მონაწილეობა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში, ანგარიშში შეფასებულია როგორც აქტიური და ეფექტური.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მესამე ქვეყანაა სისხლის სამართლის სფეროში ევროჯასტთან თანამშრომლობის მიმართულებით.

კვლევაში საუბარია საქართველოს მიერ სხვადასხვა მასშტაბურ ოპერაციაში შეტანილ წვლილზე, მათ შორის ევროპოლთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის საქმეებზე.

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. ამ კუთხით, კვლავ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა.

საქართველოს პროკურატურა დიდ ყურადღებას უთმობს UNICRI-ის ანგარიშს და მადლობას უხდის გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტს გაწეული ძალისხმევისთვის. კვლევაში ასახული რეკომენდაციები, უწყების მიერ გათვალისწინებული იქნება შემდგომ საქმიანობაში.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved