• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაერომ ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა

ალია ავტორი - ალია
11:53 09-28-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ირანს ხელახლა დაუწესეს გაეროს ეკონომიკური და სამხედრო სანქციები, რომელიც 10 წლის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების შედეგად მოიხსნა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ზომები ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც შეთანხმების სამმა ევროპელმა პარტნიორმა – გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ – გააქტიურეს ე.წ. snapback-ის მექანიზმი და ირანი ბირთვული ესკალაციის გაგრძელებასა და თანამშრომლობის უარყოფაში დაადანაშაულეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანი განმეორებით არღვევდა ამ ვალდებულებებს, E3-ს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაეაქტიურებინა snapback- ის პროცედურა, რომლის დასრულების შემდეგაც ეს რეზოლუციები ძალაში დაბრუნდა“, – აღნიშნულია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია ხაზს უსვამენ, რომ თეირანმა უარი განაცხადა გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, თანამშრომლობაზე.

„ირანმა არ მისცა IAEA-ს ინსპექტორებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე წვდომის აღსადგენად უფლებამოსილება და არ მოამზადა და არ გადასცა IAEA-ს ანგარიში, რომელიც აღწერდა მისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მტკიცებით, გააგრძელებენ დიპლომატიური გზებისა და მოლაპარაკებებისკენ სწრაფვას.

„მოვუწოდებთ ირანს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ესკალაციის გამომწვევი ქმედებისგან. გაეროს სანქციების ხელახლა დაწესება დიპლომატიის დასასრული არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved