• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაძვირდება თუ არა ზეთი – 1-ლი აგვისტოდან რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი 127 დოლარით იზრდება

ალია ავტორი - ალია
13:49 07-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,917

1-ლი აგვისტოდან, რუსულ ზეთზე, საექსპორტო გადასახადი 127 დოლარით იზრდება. როგორ აისახება ქართულ ბაზარზე გაზრდილი საექსპორტო გადასახადი და გაძვირდება თუ არა ზეთის ფასი.

1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 8615,9-დან 15,987,1 რუბლამდე (148-დან 275 დოლარამდე), შროტზე კი 1819-დან 2,265,4 რუბლამდე (31,5-დან 39 დოლარამდე) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.

მზესუმზირის ზეთზე აგვისტოს საბაჟო განაკვეთი ტონაზე 1873,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში ტონაზე 8615,9 რუბლის (148 დოლარის) ოდენობის გადასახადი მოქმედებდა, რომლის ღირებულებაც 1800,2 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო გამოთვლილი.

რაც შეეხება შროტს, აგვისტოს საექსპორტო გადასახადი ტონაზე 304,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში მისი ოდენობა ტონაზე 1819,1 რუბლს (31,5 დოლარს) შეადგენდა, რაც 312,8 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო დადგენილი.

რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

ივლისიდან საექსპორტო გადასახადები რუბლებით გამოითვლება, რომელიც ბოლო ხუთ სამუშაო დღეში რუსეთის ბანკის მიერ დადგენილი რუბლის მიმართ დოლარის საშუალო არითმეტიკული კურსით გამოითვლება

ზეთის იმპორტიორი კომპანია “ოლეინას” წარმომადგენელი დიმიტრი რამიშვილი “რუსთავი 2-თან” საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, ზეთის ფასმა არ მოიმატოს. იმპორტიორი ასევე აცხადებს, რომ პროდუქციის დეფიციტი მოსალოდნელი, ჯერჯერობით, არ არის.

რამდენით გაძვირდა ზეთი ბოლო პერიოდში

“ბოლო სამ თვეში ზეთი სტაბილურ ფასზეა და არ გაძვირებულა, პირიქით, ამ ეტაპზე კლების ტენდენცია შეინიშნება,”- აღნიშნა რამიშვილმა.

რუსეთის გარდა, საიდან ხდება შემოტანა და იპოვეთ თუ არა ალტერნატიული ბაზრები?

“სამწუხაროდ ალტერნატიული ბაზრები რთული მოსაპოვებელია, მითუმეტეს, როდესაც კონკურენტუნარიანი ხაზი არცერთ ბაზარს არ შემოუთავაზებია. რუსული ბაზრის ჩანაცვლება ნამდვილად აისახება ფასებზე გაძვირების კუთხით. ამ ეტაპზე რუსული წარმოების ზეთს კონკურენტუნარიანი ალტერნატივა არ გააჩნია სამწუხაროდ,”- აღნიშნა დიმიტრი რამიშვილმა.

კითხვაზე, 1-ლი აგვისტოდან, საბაჟო გადასახადის მომატება რამდენი პროცენტით გაზრდის ფასს ზეთზე? – იმპორტიორი აცხადებს, რომ გადასახადის ზრდა, არ ნიშნავს პროპორციულად ზეთზე ფასის მატებას.

“კომპონენტები ოდნავ შეიცვალა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ეს რა კურსი იქნება რუსულ რუბლზე და დოლარს შორის. დანარჩენი კომპონენტები ინდიკატიური ფასი, საშუალო საბაზრო გამოყვანილი ფასი ეს ყველაფერი შეიცვალა, გადაიყვანეს რუბლებზე და გაყინეს. ამიტომ ეს გაყინული რუბლები გადაჰყავთ დოლარში მაშინ და იმ დღეს, როდესაც უშუალოდ კონტრაქტი ფორმდება.

მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი გაიზრდება, შესაძლოა, ზეთის ფასი საერთოდ არ გაიზარდოს. ამ ეტაპზე იმის თქმა, რამდენი პროცენტით გაიზრდება ზეთის ფასი, ძალიან რთულია. ვიმეორებ, ცოტა რთული პროგნოზირებადია ეს ყველაფერი. მე იმედს ვიტოვებ, რომ არათუ გაიზრდება, არამედ კლების ტენდენციაც კი შევნიშნოთ.

რაც შეეხება დეფიციტს, არ მგონია, რომ დეფიციტი შეიქმნას პროდუქტზე, ამ ეტაპზე, ამის არანაირი საფუძვლიანი მოლოდინი არ არსებობს,”- აცხადებს რამიშვილი.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved